სეფიანთა იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სეფიანთა დინასტია)
სეფიანთა იმპერია
سلسلهٔ صفويان
Ṣafawīyān Irân

 

 

 

 

15011736  

 

 

 

 

დროშა ემბლემა

სეფიანელთა იმპერია
დედაქალაქი თავრიზი(1501–1555)
ყაზვინი(1555–1598)
ისპაჰანი(1598–1736)
ენა სპარსული
რელიგია შიიტური ისლამი
ფულის ერთეული ტუმანი, აბასი, შაჰი
ისტორიული ერა დაარსდა (1501)
ჰოტაკეის შემოსევა (1722)
განმეორებითი დაპყრობა ნადირ-შაჰის მიერ (1726–1729)
გაუქმდა (1736)
ნადირ-შაჰი გამეფდა (1736)
ფართობი 2,850,000 km²
(1,100,391 sq mi)
მმართველობის ფორმა თეოკრატიული მონარქია
დინასტია სეფიანთა სამეფო დინასტია
შაჰანშაჰი
 - 1501–1524 ისმაილ I (პირველი)
 - 1732–1736 აბას III (ბოლო)
დღეს
Faravahar background
Faravahar background

ირანის ისტორია

სპარსეთის მეფე
ძვ.წ
უძველესი ისტორია
პროტო ელამი 3200–2800
ელამის დინასტია 2800–550
მითანი 1500–1200
კასიტი 10 საუკუნე.
მარლიკი 10 ს–7 ს.
მანას სამეფო 10 ს–7 ს.
მიდიელების იმპერია 728–550
აქემენიდების იმპერია 550–330
სელევკიდების სახელმწიფო 312–150
პართიის იმპერია 247–ახ.წ 226
ახ.წ
სასანიდების იმპერია 226–651
სპარსეთის ხალიფატი 637–651
ომაიანთა ხალიფატი 661–750
აბასიანთა ხალიფატი 750–1258
ტაჰირიდები 821–873
ალავიდების დინასტია 864–928
საჯიდსების დინასტია 889/890–929
საფარიდები 861–1003
სამანიდები 875–999
ზიარიდების დინასტია 928–1043
ბუიდების დინასტია 934–1062
სალარიდები 942–979
მამუნდისები 995-1017
ღაზნევიდების იმპერია 963–1187
ღურიდების დინასტია 1149–1212
სელჯუკთა იმპერია 1037–1194
ხვარაზმელების დინასტია 1077–1231
ილხანელები 1256–1353
მუზაფარიდების დინასტია 1314–1393
ჩობანდის დინასტია 1337–1357
ჯალაირდების დინასტია 1339–1432
თემურიდების იმპერია 1370–1506
ყარა-ყოიუნლუ 1407–1468
აყ-ყოიუნლუ 1378–1508
სეფიანთა იმპერია 1501–1722*
ჰოტაკების დინასტია 1722–1729
აფშარიდების იმპერია 1736–1750
ზენდები 1750–1794
ყაჯარების დინასტია 1781–1925
ფეჰლევიანები 1925–1979
ირანის ისლამური რესპუბლიკა 1979 - დღემდე

სეფიანთა დინასტია — ფეოდალური სახელმწიფო ირანის ისტორიაში. სეფიანების დინასტია აზერბაიჯანული წარმომავლობის იყო, თუმცა მოციქულ მუჰამედისა და სასანიანთა სპარსული დინასტიის შთამომავლობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ამით გამოხატავდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის სურვილს როგორც რელიგიური (მოციქულის მემკვიდრეები), ისე პოლიტიკური (ირანში გაბატონება) თვალსაზრისით. სეფიანები ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ სპარსეთს.

სეფიანთა დინასტიის თაიმლაინი.

სეფიანთა იმპერია მრავალეთნიკური სახელმწიფო იყო. სპარსელები მოსახლეობის ნახევარსაც არ შეადგენდნენ და ცხოვრობდნენ შუაგულ და სამხრეთ პროვინციებში. განაპირა პროვინციები ეკავათ ქურთებს, არაბებს, ავღანელებსა და სხვა ტომებს, რომლებიც ნაწილობრივ მომთაბარე ცხოვრებას მისდევდნენ და ძნელად დასაბეგრი და დასამორჩილებელი იყვნენ. ამას ერთვოდა რელიგიური შუღლი სუნიტურ უმცირესობასა და შიიტურ უმრავლესობას შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინასტიის პირველი წარმომადგენელი შაჰ ისმაილ I ხელისუფლების სათავეში მოვიდა აზერბაიჯანის და ანატოლიის თურქული ტომების მხარდაჭერის შედეგად, რომლებიც ყიზილბაშების სახელით იყვნენ ცნობილნი (წითელი თავსაფრის ტარების გამო). პირველ სეფიანთა ძალაუფლება ემყარებოდა ყიზილბაშთა თურქული ტომების სამხედრო ძალას, რომლის ბალანსირება ხდებოდა სპარსული წარმომავლობის ბიუროკრატიით. დედაქალაქი იყო ჯერ თავრიზი (1502-1548), შემდეგ ყაზვინი (1548-1589). სასახლის კარზე და ჯარში გაბატონებული იყო თურქულ-აზერბაიჯანული ენა.

სეფიანთა სახელმწიფომ თავის ძალაუფლების მწვერვალს შაჰ აბას I დიდის (1587-1629) მმართველობის პერიოდში მიაღწია. ამ დროისთვის მოხდა ყიზილბაშური ელემენტების თანდათანობითი განდევნა სამხედრო სფეროდან და მისი ჩანაცვლება კავკასიური ელემენტებით. კავკასიელები ასევე განსაკუთრებულ როლს ასრილებდნენ სეფიანთა ადმინისტრაციაში. ამ გზით შაჰ აბასმა მოახერხა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის გაძლიერება და მომთაბარე ყიზილბაშების სამხედრო ძალაზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება. აბას I-მა ჩაატარა დედაქალაქი გადაიტანა ისპაჰანში. სამხედრო სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად, რაშიც ინგლისელი კონსულებიც უწევდნენ დახმარებას, შაჰ აბასმა შესძლო ახალი ტიპის არმიის შექმნა. ის წარმატებით უპირისპირდებოდა უზბეკებს აღმოსავლეთით და ოსმალებს დასავლეთით. შაჰ აბასმა შესძლო პორტუგალიელების განდევნა ბაჰრეინიდან (1602) და ინგლისის ფლოტის დახმარებით ჰორმუზდიდან სპარსეთის ყურეში (1622), რომელიც პორტუგალიელებისთვის ინდოეთთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენდა. მან გააფართოვა სავაჭრო კავშირები ინგლისთან და ინდოეთთან. აბას I-ის დროს განვითარდა ფეოდალური კულტურა, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა შიიზმი.

შაჰა ბასის მემკვიდრეების დროს სეფიანთა სახელმწიფომ თანდათანობით დაკარგა ძალა. იმპერიის დაცემას ხელს უწყობდა გაუთავებელი ომები ოსმალეთის იმპერიასთან და უზბეკეთის სახანოსთან. XVIII საუკუნის დასაწყისში გახშირდა დაპყრობილი ხალხების (ქართველები, ავღანელები, სომხები, აზერბაიჯანელები) აჯანყებები. სეფიანთა იმპერია დაეცა 1722 წელს მომთაბარე ავღანელთა შემოსევის შედეგად.

სეფიანთა შაჰები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაციტაძე, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 304.
  • კუცია, კ. სეფიანთა ირანის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება, თბილისი, 1966
  • ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი, 1957
  • ქიქოძე, გ., „ერეკლე II“, თბილისი: სახელგამი, 1942. — გვ. 31-35.
  • M.I. Marcinkowski (tr.),Persian Historiography and Geography: Bertold Spuler on Major Works Produced in Iran, the Caucasus, Central Asia, India and Early Ottoman Turkey, M. Ismail Marcinkowski, Singapore: Pustaka Nasional, 2003, ISBN 9971-77-488-7.
  • M.I. Marcinkowski (tr., ed.),Mirza Rafi‘a's Dastur al-Muluk: A Manual of Later Safavid Administration. Annotated English Translation, Comments on the Offices and Services, and Facsimile of the Unique Persian Manuscript, M. Ismail Marcinkowski, Kuala Lumpur, ISTAC, 2002, ISBN 983-9379-26-7.
  • M.I. Marcinkowski,From Isfahan to Ayutthaya: Contacts between Iran and Siam in the 17th Century, M. Ismail Marcinkowski, Singapore, Pustaka Nasional, 2005, ISBN 9971-77-491-7.
  • Hakim Syed Zillur Rahman, "Safavi Ahad Main Ilm Tashreeh Ka Mutala, Tibbi Academy, Aligarh, India, 1983, 96 pp. (ტექსტი დაწერილია ურდუზე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]