ყაჯარების იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყაჯარების დინასტია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყაჯარების დინასტია
افشاریان

 

1789–1925
 

დროშა გერბი
ყაჯარების იმპერია 1900 წელს
დედაქალაქი თეირანი
ენები სპარსულიაზერთა თურქული
რელიგია ისლამი
მთავრობა მონარქია
შაჰანშაჰი
 -  1794–1797 აღა-მაჰმად-ხანი
 -  1909–1925 აჰმედ შაჰ ყაჯარი
ისტორია
 -  შეიქმნა 1789
 -  გაუქმდა 1925
ფართობი
 -  1738 3,000,000 კმ² (1,158,306 მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზე

ყაჯარების დიანსტია ან ყაჯარების იმპერია (სპარს. سلسله قاجار, Selsele-ye Qājār)— სპარსული იმპერია 1789-1925 წლებში, რომელსაც თურქული წარმოშობის ყაჯარების სამეფო დინასტია მართავდა. იმპერიის ოფიციალური სახელი იყო ირანის უმაღლესი სახელმწიფო (სპარს. دولت علیّه ایران, Dolate Aliyye Iran).

ყაჯარების ოჯახმა კონტროლი ირანზე 1794 წელს დაამყარა, მას შემდეგ, რაც ზენდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ლუთფ ალი-ხანი ჩაანაცვლეს და აღადგინეს კონტროლი კავკასიის დიდ ნაწილზე. 1796 წელს დინასტიის დამაარსებელმა აღა-მაჰმად-ხან ყაჯარმა ადვილად დაიკავა მეშდედი, რითაც წერტილი დაუსვა აფშარიდების დინასტიის მმართველობასაც და ოფიციალურად მიიღო შაჰის ტიტული მას შემდეგ რაც სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა ქართლ-კახეთის სამეფოში.

გამოხატავდა ირანის ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესებს. ყაჯარების დინასტიის შაჰები ხელს უწყობდნენ ირანში უცხოური კაპიტალის შეჭრას, რაც ქვეყანას სანახევროდ კოლონიურ მდგომარეობაში აყენებდა. შაჰების თვითნებობამ და მძიმე უღელმა გამოიწვია მასობრივი სახალხო მოძრაობები, რამაც დაასუსტა დინასტიის ხელისუფლება და მოამზადა მისი დამხობის პირობები. 1907 წელს, ყაჯარების წარმომადგენელმა, მუჰამედ ალი შაჰმა, დაითხოვა პარლამენტი. 1925 წლის ოქტომბერში მეჯლისის გადაწყვეტილებით, 12 დეკემბრიდან ირანში ფეჰლევიანების დინასტია გაბატონდა.

წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: