განათლება სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სომეხი სტუდენტები კომპიუტერულ ლაბორატორიაში

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთში სოციალური მომსახურების სფეროში საერთაშორისო მოთხოვნილებების შესაბამისობისთვის ახალი სისტემები დაინერგა.[1] სომხეთის განათლების სსიტემა სწრაფად შეიცვალა, თუმცა ჯანდაცვის სფეროს საფუძველი კვლავ საბჭოური ეპოქის სახელმწიფოს მიერ დაგეგმარებული სტრუქტურა დარჩა.[1] სომხეთის საგანამანთელობლო სისტემა ქვეყანაში ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მიზნების მიყოლაზეა ორიენტირებული.[2]

წერა-კითხვის ცოდნის დონე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჭის სომხეთის პარკში წიგნის კითხვის დროს

სომხეთში წერ-კითხვის მაჩვენებელი 1960 წლიდან 100%-ია. თვლის ცოდნა სომხეთში ჯერ-კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში გახდა აუცილებელი, რაც ოსმალური და სპარსული პოლიტიკით, შემდეგ კი რუსეთის პოლიტიკით იყო გამოწვეული.[3] კომუნისტურ ეპოქაში სომხეთის საგანმანათლებლო სისტემა საბჭოთა კავშირის მოდელის შესაბამისი იყო, რაც სახელმწიფოს (მოსკოვი) მიერ სასწავლო პროცესისა და სასწავლო მეთოდების სრულ კონტროლს და საგანმანათლებლო საქმიანობის საზოგადოებასთან, პოლიკასთან, კულტურასთან და ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირს გულისხმობდა. საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული, სომხეთში დაწყებითი და საშუალო განათლება უფასოა. საშუალო სკოლის დამთავრება სავალდებულოა.[1]

1990-იანი წლების შემდეგ სომხეთში ცენტრალიზებული საბჭოური სისტემა შეიცვალა. იმის გამო, რომ სომხეთის უმაღლეს დაწესებულებებში სტუდენტთა 98% სომეხი იყო, სასწავლო პროცესში სომხეთის ისტორიასა და კულტურაზე გააკეთეს აქსენტი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის სკოლებში სასწავლო ენა სომხური გახდა და ბევრი სკოლა, სადაც რუსულად ასწავლიდნენ, დაიხურა. რუსლი ენა დღემდე ფართოდ გამოიყენება, როგორც მეორე ენა. ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამები ქვეყანაში ინგლისური ენის განვითარებას უწყობს ხელს.[4] 2018 წლის სექტემბერში სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ერევანში ჩინური ენის სკოლა გაიხსნა.[5]

საგანმანათლებლო ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1990-1991 სასწავლო წელს სომხეთის 1307 საბაზისო და საშუალო სკოლაში 608 800 მოსწავლე იღებდა განათლებას. 70 სპეციალიზებულ ინსტიტუტში 45 900 მოსწავლე იღებდა განათლებას, ხოლო 68 400 სტუდენტი უნივერსიტეტებსა და საშუალო სკოლის შემდგომ სასწავლო დაწესებულებებში იყო ჩარიცხული. მოსწავლეთა 35% ბაღებში სწავლობდა. 1988-1989 სასწავლო წელს ყოველი 10 000 ადამიანიდან 301 სტუდენტი სპეციალიზებულ მეორე საფეხურის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებოდა.

1992 წლისთვის ქვეყნის უდიდეს უნივერსიტეტს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტ 18 ფაკულტეტი ჰქონდა, რომელიც სოციალური მეცნიერებების, მეცნირებებისა და იურიდიულ სფეროებს მოიცავდა. უნივერსიტეტში 1300 ლექტორი ასწავლიდა და 10000-მე სტუდენტი ირიცხებოდა. 1989 წელს სომხეთში ერევნის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტი დაფუძნდა.[1]

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფართოებასთან ერთად რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა - სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს მედიცინის ფაკულტეტს გამოეყო. 1980 წელს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (YSMU) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სპეციალისტთა მომზადებისა და სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სსრ კავშირის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოთი, შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.[1]

სომხეთის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი, QualitY Schools International ჯგუფის ერევნის საერთაშორისო სკოლა და ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც 1996 წელს დაარსდა. 1997 წლის 13 მარტს უნივერსიტეტს აკრედიტაცია მიენიჭა. 2007 წლიდან ევრაზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის მოთხოვნილებებთან.[1]

დღეისთვის სომხეთში რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრი ფუნქციონირებს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის XXI საუკუნის შესაბამისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფისთვის საჭირო ტექნოლოგიები გააჩნია. ასეთი ინსტიტუტებია: კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“, სომხეთის ბავშთა ფონდი, SMART ცენტრი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Curtis, Glenn E. and Ronald G. Suny. "Education". Armenia: A Country Study. Library of Congress Federal Research Division (March 1994). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  2. [1]
  3. Baten, Jörg (2016). A History of the Global Economy. From 1500 to the Present.. Cambridge University Press, გვ. 51,52. ISBN 9781107507180. 
  4. [2]
  5. [3]