სომხეთის საზღვრის დაცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის საზღვრის დაცვა
Հայաստանի սահմանի պահակություն

სომხეთის საზღვრის დაცვის ემბლემა
აქტიური 28 იანვარი, 1992 - დღემდე
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
შემადგენლობა სომხეთის შეიარაღებული ძალები
როლი საზღვრის დაცვა
ნაწილი ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საზღვრის დაცვა (სომხ. Հայաստանի սահմանի պահակություն) — სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და საქართველოსთან საზღვრის დაცვასა და მონიტორინგზე. საზღვრის დაცვა სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ახორციელებს საქმიანობას.[1] 1992 წლის 28 იანვარს საზღვრის დაცვის შექმნის შემდეგ დანაყოფი თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს ის ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

მექანიზირებული აღჭურვილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაშია 5 БМД-1, 35 БМП-1, 3 БМП-1К, 5 БТР-60 და 18 БТР-70.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eaton, Mark. "Major Trends in Military Expenditure and Arms Acquisitions by the States of the Caspian Region" in The Security of the Caspian Sea Region. Gennadii Chufrin (ed.) Oxford: Oxford University Press, 2001, pp. 89-90.
  2. International Institute for Strategic Studies, The Military Balance 2013. London: Routledge, 2013, p. 216.