შინაარსზე გადასვლა

დნიპროს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დნეპროპეტროვსკის მეტროპოლიტენი)
დნიპროს მეტროპოლიტენი
უკრ. Дніпровський метрополітен
დნეპრი მეტროპოლიტენის ლოგო
ინფორმაცია
ქვეყანადროშა: უკრაინა უკრაინა
ქალაქიდნიპრო
გახსნის თარიღი1995 წ.
ხაზის სიგრძე7.1 კმ.[1]
სადგურთა რაოდენობა6[2]
ხაზთა რაოდენობა1[3]
მგზავრები დღეში20,575 (2013 წ.)
მგზავრები წელიწადში7.51 მლნ. (2013 წ.)
ხაზების სქემა

დნიპროს მეტროპოლიტენი (უკრ. Дніпровський метрополітен) — უკრაინის ქალაქ დნიპროს საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. დნიპრო მოსახლეობის სიმრავლით უკრაინის მესამე ქალაქია და მისი მეტროპოლიტენიც უკრაინის მეტროებს შორის, კიევისა და ხარკივის მეტროპოლიტენების შემდეგ მესამე ჩქაროსნული გადამყვანია. 2013 წლის მონაცემებით, დნიპროს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 20,575 მგზავრი გადაჰყავს. ამავე წლის მონაცემებით მთლიანი წლის განმავლობაში 7.51 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება ერთი ხაზისა და 6 სადგურისაგან, რომელთა საერთო სიგრძე 7.1 კილომეტრია. გაიხსნა 1995 წლის 29 დეკემბერს.


# სახელწოდება გაიხსნა სადგურები სიგრძე
1 ცენტრალური–ზავოდსკაიას ხაზი 1995 6 7,1 კმ
სულ: 6 7,1 კმ

მეტროპოლიტენთა სია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]