შინაარსზე გადასვლა

დინამო ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუგდიდი.
დინამო ზუგდიდი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო ზუგდიდი
დაარსდა 1918; 108 წლის წინ (1918)
სტადიონი განმუხურის ცენტრალური სტადიონი
(ტევადობა: 2 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2019 მე-7, ეროვნული ლიგა 2
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „დინამო” ზუგდიდიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20-ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება-განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4–1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო გუნდის კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.

პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის ყოფილი ცენტრალური სტადიონი) ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და ყველგან საზეიმო განწყობა სუფევდა. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2–1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. პირველი გუნდის ამსახველი ფოტომასალა არ მოიპოვება.

„ზუგდიდის“ შემადგენლობა 1938–39
ზუგდიდის „ოდიშის“ შემადგენლობა 1964

ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამოს“ შემადგენლობა

1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი გახდა. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა.

1977–79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე-მესამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. აღსანიშნავია ის ფეხბურთელები, რომლებმაც ზუგდიდს საფეხბურთო აღიარება მოუპოვეს. გივი ხოჭოლოვა იყო პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა. ცნობილ ზუგდიდელ ფეხბურთელთა შორის არიან ასევე: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.

1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის მილიონთა თასის გათამაშების ფინალში ოდესის „სკა“ დაამარცხა და აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.

1990–1995 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება (არ იგულისხმება ბავშვთა ფეხბურთი) ხანგრძლივი დროით შეჩერდა. ამის შემდეგ ქალაქ ზუგდიდს 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობს და ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის მე-7 ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში უკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და ზუგდიდურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდის“ სახელით განაგრძო ასპარეზობა.

საფეხბურთო კლუბ ბაიას ლოგო.
საფეხბურთო კლუბ მგლების ლოგო.
  • 1918–????: ოდიში ზუგდიდი
  • 1964–1965: ენგურჰესი ზუგდიდი
  • 1965–1973: ენგური ზუგდიდი
  • 1974–1990: დინამო ზუგდიდი
  • 1990–1994: ოდიში ზუგდიდი
  • 1994–1995: დინამო ზუგდიდი
  • 1995–1996: დინამო-ოდიში ზუგდიდი
  • 1996–1999: ოდიში ზუგდიდი
  • 2000–2001: დინამო ზუგდიდი
  • 2001–2003: ლაზიკა ზუგდიდი
  • 2003: სპარტაკ-ლაზიკა ზუგდიდი (კლუბი გაერთიანდა თბილისის „სპარტაკთან“)
  • 2004: დინამო ზუგდიდი (კლუბი გამოეყო თბილისის „სპარტაკს“, რომელმაც შეინარჩუნა სპარტაკ-ლაზიკას კუთვნილი ადგილი ჩემპიონატში)
  • 2004–2006: ზუგდიდი
  • 2006–2009: მგლები ზუგდიდი (მგლები დაარსდა 2005 წელს, 2006 წელს კი მას შეუერთდა სკ ზუგდიდი)
  • 2009–2012: ბაია ზუგდიდი (ბაია დაარსდა 2006 წელს, 2009 წელს კი მას შეუერთდა მგლები ზუგდიდი)
  • 2012-2019: ზუგდიდი
  • 2019-დან: დინამო ზუგდიდი[1]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო მანუჩარ ივარდავა
2 მცველი საქართველო საქართველო გოდერძი მაჩაიძე
3 მცველი საქართველო საქართველო გიორგი პაჭკორია
4 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვალიკო ტყემალაძე
5 მცველი საქართველო საქართველო ნიკა ნარმანია
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო დავით ქირია
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო აკაკი ფარჯიკია
8 მცველი საქართველო საქართველო ლაშა ღონღაძე
10 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ირაკლი ქობალია
11 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ირაკლი ეხვაია
13 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლუკა კობერიძე
14 ნახევარმცველი საქართველო საქართველო შოთა ლომია (კაპიტანი)
17 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლაშა კუკავა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 მეკარე საქართველო საქართველო მინდია ბობღიაშვილი
20 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ცოტნე სამუშია
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ავთო ენდელაძე
25 მცველი საქართველო საქართველო დავით მეგრელიშვილი
28 ნახევარმცველი საქართველო საქართველო კონსტანტინე ახალაია
33 მცველი საქართველო საქართველო დათა რიგვავა
77 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლუკა გუგუჩია
80 მცველი საქართველო საქართველო ლევან აკობია
89 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან კუტალია
94 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ბულია
99 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ლევან წურწუმია
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო დიმიტრი თუთბერიძე
- ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი მიქაძე

2014/2015 წლის ტრანსფერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა რევაზ თევდორაძესაქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მეკარესაქართველოს დროშა ირაკლი დევაძე{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მეკარესაქართველოს დროშა მინდია ბობღიაშვილისაქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
მეკარესაქართველოს დროშა მანუჩარ ივარდავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა ლევან აკობია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა დათა რიგვავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა გიორგი ჭაავასაქართველოს დროშა მარკ სტარსი
მცველისაქართველოს დროშა ლევან ქურდაძესაქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
მცველისაქართველოს დროშა დავით ლომაიასაქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველისაქართველოს დროშა დავით მეგრელიშვილისაქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
მცველისაქართველოს დროშა გიორგი პაჭკორიასაქართველოს დროშა სამტრედია
მცველისაქართველოს დროშა გოდერძი მაჩაიძესაქართველოს დროშა გაგრა
მცველისაქართველოს დროშა ნიკა ნარმანიაესპანეთის დროშა მორატალასი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლევან წურწუმიასაქართველოს დროშა კოლხეთი ხობი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა შოთა გვაზავასაქართველოს დროშა სტუ
ნახევარმცველისაქართველოს დროშა კონსტანტინე ახალაია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლევან გულორდავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ალექსანდრე შენგელია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა თემურ ნადირაძესაქართველოს დროშა ჭიათურა
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ვალიკო ტყემალაძესაქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლაშა ღონღაძესაქართველოს დროშა ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლევან კუტალიასაქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლუკა გუგუჩიასაქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ავთო ენდელაძესაქართველოს დროშა ზესტაფონი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა გიორგი მიქაძესაქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელიასაქართველოს დროშა დილა გორი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ლაშა კუკავასაქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ირაკლი ეხვაიასაქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ირაკლი ქობალია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა გიორგი ბულიასაქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ცოტნე სამუშიასაქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარესაქართველოს დროშა მაქსიმე ქვილითაიასაქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მეკარესაქართველოს დროშა თორნიკე ზარქუასაქართველოს დროშა დინამო თბილისი
მეკარესაქართველოს დროშა რევაზ თევდორაძესაქართველოს დროშა სამტრედია
მეკარესაქართველოს დროშა ირაკლი დევაძესაქართველოს დროშა ბეთლემი ქედა
მეკარესაქართველოს დროშა ირაკლი ქირია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა ნიკოლოზ აფაქიძელიეტუვის დროშა ტრაკაი
მცველისაქართველოს დროშა ლაშა მჭედლიშვილისაქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველისაქართველოს დროშა საბა ადამაშვილი{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა რომეო კანკია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა გიორგი ქვარცხავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა ბაკურ ნიკოლაძე{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა დავით ლომაიასაქართველოს დროშა ზესტაფონი
მცველისაქართველოს დროშა ბაქარ მირცხულავასაქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
მცველისაქართველოს დროშა ლევან ქურდაძესაქართველოს დროშა მერცხალი ოზურგეთი
მცველისაქართველოს დროშა გიორგი ჭაავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა ოთარ ჯავაშვილი{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველისაქართველოს დროშა კოკა ქომეთიანი{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ირაკლი შალიკაშვილი{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ირაკლი ქათამაძე{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა გურამ სამუშიასაქართველოს დროშა ზესტაფონი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ნური კალანდარიშვილისაქართველოს დროშა კოლხეთი ხობი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა გიორგი ცაავასაქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ზვიად სიხარულიასაქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლაშა ქებაძესაქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლუკა გუგუჩიასაქართველოს დროშა კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა დავით კირკიტაძეისრაელის დროშა ირონი ტიბერია
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ლევან გულორდავა{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ალექსანდრე შენგელია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა ნიკოლოზ ქირია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველისაქართველოს დროშა შოთა გვაზავასაქართველოს დროშა ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა გიორგი ბულია{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელიმონტენეგროს დროშა ჯორჯე კრკელიჩი{{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელისაქართველოს დროშა კლიმენტი წიტაიშვილი{{{link alias-s}}} დროშა კარიერა დაასრულა
თავდამსხმელისაქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელიასაქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 შოთა ლომიასაქართველოს დროშა საქართველო9
2013-14 დავით კირკიტაძესაქართველოს დროშა საქართველო5
2012-13 ირაკლი ქობალიასაქართველოს დროშა საქართველო7
2011-12 ლუკა გუგუჩიასაქართველოს დროშა საქართველო4
2010-11 ირაკლი ქობალიასაქართველოს დროშა საქართველო7

გამოჩენილი ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოდიში“ ზუგდიდი (1990–94)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 8 34121012 473846 1/8 ფინ.
1991 უმაღლესი ლიგა 19 838 332727 არ ჩატ.
1991–92 უმაღლესი ლიგა 6 3816616 565654 1/2 ფინ.
1992–93 უმაღლესი ლიგა 6 3211318 526436 1/16 ფინ.
1993–94 უმაღლესი ლიგა 12 3013314 675629 42 1/16 ფინ.

„დინამო“ ზუგდიდი (1994–95)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1994–95 უმაღლესი ლიგა 5 3014412 585446 1/2 ფინ.

„დინამო-ოდიში“ ზუგდიდი (1995–96)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1995–96 უმაღლესი ლიგა 11 309318 426330 1/8 ფინ.

„ოდიში“ ზუგდიდი (1996–2001)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1996–97 უმაღლესი ლიგა 11 3013116 515740 1/4 ფინ.
1997–98 უმაღლესი ლიგა 11 3015411 435149 1/8 ფინ.
1998–99 უმაღლესი ლიგა 15 306222 217020 1/8 ფინ. დაქვეითდა
1999–00 პირველი ლიგა
2000–01 პირველი ლიგა დაქვეითდა
2001–02 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2002–03 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2003–04 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2004–05 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 რეგიონული ლიგა დასავლეთი
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 პირველი ლიგა 12 3412715 243343 1/32 ფინალი
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 პირველი ლიგა 1 342446 582476
2007–08 უმაღლესი ლიგა 7 2610313 273333 1/16 ფინალი
2008–09 უმაღლესი ლიგა 7 3010614 364136 1/32 ფინალი
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2008–09 პირველი ლიგა 2 301965 582063 1/16 ფინალი აღზევდა
2009–10 უმაღლესი ლიგა 8 3671118 294832 1/4 ფინალი
2010–11 უმაღლესი ლიგა 6 3613518 365144 1/16 ფინალი
2011–12 უმაღლესი ლიგა 7 285716 254922 1/4 ფინალი
2012–13 უმაღლესი ლიგა
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2012–13 უმაღლესი ლიგა 6 3210616 315236 1/16 ფინალი
2013–14 უმაღლესი ლიგა 11 3210616 264236 1-ლი ეტაპი
2014–15 უმაღლესი ლიგა 12 308913 244533 1/8 ფინალი
2015–16 უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ზუგდიდს“ სახელი გადაარქვეს და „დინამო“ ზუგდიდი უწოდეს. „პირველი არხი“, 23 დეკემბერი 2019.
  2. ქორქია, რ., თასი ზუგდიდელებმა მოიპოვეს // „ლელო“, 30 აგვისტო, 1973, № 171 (4941), გვ. 1.