ირაკლი ქობალია
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ირაკლი ქობალია | ||
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | სენაკი, საქართველო | ||
სიმაღლე | 1.85 მ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ზუგდიდი | ||
ნომერი | 10 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010-2013 | ზუგდიდი | 44 | (17) |
2011-2012 | → მეტალურგი (იჯარით) | 0 | (0) |
2013-2014 | ზესტაფონი | 8 | (4) |
2014-2015 | კოლხეთი ხობი | 12 | (5) |
2015-2016 | ზუგდიდი | 12 | (1) |
2016- | გურია | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2010-2013 | საქართველო 21 წლ. | 2 | (0) |
2012-2013 | საქართველო | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მარტი, 2015 |

ირაკლი ქობალია (დ. 13 მარტი, 1992, სენაკი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ თავდამსხმელი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიაში“. 2011 წელს იჯარით წესით იმყოფებოდა რუსთავის „მეტალურგში“, სადაც ჩაატარა მხოლოდ 5 მატჩი, უეფა-ს ევროპის ლიგის 2011-12 წლების სეზონის შესარჩევ ეტაპზე და პლეი-ოფში. სომხეთის საფეხბურთო კლუბ „ბანანცის“ წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, 48-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა,[1] 49-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.[2] 2 მატჩის ჯამში რუსთაველებმა 2-1 გაიმარჯვეს. „ზუგდიდში“ 2013 წლამდე ითამაშა, შემდეგ „ზესტაფონში“ გადავიდა. 2014 წლის აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით პირველ ლიგაში მოასპარეზე ხობის „კოლხეთს“ შეუერთდა. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ზუგდიდში“ დაბრუნდა.
2010-11 და 2012-13 წლების სეზონებში „ზუგდიდელთა“ რიგებში შეძლო ყველაზე მეტის, 7 გოლის გატანა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (1): 2013/2014
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ზუგდიდის ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული] (ქართული ენა)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Banants v Metalurgi Rustavi Leg. 1 Match. UEFA Europa League (30 ივნისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2011.
- ↑ ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბანანცი 0:1 მეტალურგი რუსთავი
|