ლუკა გუგუჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა გუგუჩია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკა გუგუჩია
დაბადების
თარიღი
10 დეკემბერი, 1991 (1991-12-10) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 179 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზუგდიდი
ნომერი 77
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009-2012 ბაია ზუგდიდი 30 (4)
2011   ტორპედო ქუთაისი 4 (1)
2011-2012 ბაია ზუგდიდი 15 (4)
2012 ზესტაფონი 4 (1)
2012-2014 ზუგდიდი 38 (4)
2014-2015 კოლხეთი-1913 ფოთი 11 (1)
2015- ზუგდიდი 4 (1)
ეროვნული ნაკრები
2008-2009 საქართველო 17 წლ. 3 (0)
2009 საქართველო 19 წლ. 1 (0)
2010-2011 საქართველო 21 წლ. 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მარტი, 2015

ლუკა გუგუჩია (დ. 10 დეკემბერი, 1991) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ შემტევი ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო ზუგდიდის „ბაიაში“, რომელიც ახლა ზუგდიდის სახელით გამოდის. 2011 წლის იანვრიდან ნახევარი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით იმყოფებოდა ქუთაისის „ტორპედოში“.[1] იჯარის დამთავრების შემდეგ ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც 2012 წლის იანვრამდე დარჩა, შემდეგ მან „ზესტაფონთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა,[2] თუმცა იანვარში, შეკრებისთანავე ფეხბურთელმა ხერხემლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს შეკრებაზეც არ წაჰყოლია.[3] 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში გუგუჩია „ზუგდიდში“ დაბრუნდა, სადაც 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩა, შემდეგ კი ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა. „კოლხეთში“ გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ მშობლიური ქალაქის კლუბს დაუბრუნდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს 3 მატჩი, თითო მატჩი ჩაატარა 19 და 21 წლამდელთა შორის. 19 წლამდელთა შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2009 წლის 14 ოქტომბერს მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ, სადაც 61 წუთზე შეცვალეს, მატჩი ფრედ (1-1) დასრულდა, საბოლოო ანგარიში ჯანო ანანიძემ დააფიქსირა, ხოლო 21 წლამდელთა შემადგენლობაში მისი ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2011 წლის 10 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში მოლდოვის წინააღმდეგ, სადაც მე-80 წუთზე ვალერი ყაზაიშვილი შეცვალა.[4]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ტორპედომ“ „ბაიადან“ გუგუჩია და წურწუმია ინათხოვრა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 28 დეკემბერი, 2010.
  2. ლუკა გუგუჩია - 3 წლით „ზესტაფონში“, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 19 დეკემბერი, 2011.
  3. „ზესტაფონს“ ლუკა გუგუჩია უბრუნდება, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 27 მარტი, 2012.
  4. ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვასთან 2:2 ითამაშა , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 11 აგვისტო, 2011.