ჭალა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ჭალა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში, განახლების თემში, მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 120 მ, გულრიფშიდან 22 კმ, დრანდიდან 13 კმ., განახლებიდან 1 კმ. 1948 წლამდე ეწოდებოდა ნიკოლაევკა.[1] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა, მესიმინდეობა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 379.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023