ზემო წყარო
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო წყარო აფხ. Адгилхуа | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
| თემი | წებელდა |
| კოორდინატები | 43°02′40″ ჩ. გ. 41°15′55″ ა. გ. / 43.04444° ჩ. გ. 41.26528° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ლემსა |
| მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო წყარო — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (წებელდის თემი).
მდებარეობს მდინარე კოდორის ქვემო დინების ხეობაში, ზღვის დონიდან 620 მ-ზე, გულრიფშიდან 22 კმ-ში.
სოფელი ისტორიული წებელდის ნაწილია. XIX საუკუნეში ამ მიდამოებში იყო დასახლება ჯიმაშთა. 1870-იან წლებში წებელდელი აფხაზეთის გადასახლების (მუჰაჯირობის) შემდეგ აქ მამულებს ფლობდა გერმანელი რეინჰარდი, რის გამოც წებელდაში ჩასახლებული სომხები ამ ტერიტორიას „ლემსას“ (რუს. „ნემცი“-დან) უწოდებდნენ. 1920-1940-იან წლებში არსებობდა ზემო ლემსა, ქვემო ლემსა და შუა ლემსა. 1948 წელს ზემო ლემსა და შუა ლემსა გაერთიანდა და ეწოდა ზემო წყარო,[1] ქვემო ლემსას — ქვემო წყარო. 1996 წელს აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ზემო წყაროს დაარქვა ადგილხუა (აფხ. Адгьылхәа), ხოლო ქვემო წყაროს — ჯმაშთა (Джмашта).[2] 1989 წლის აღწერით ზემო წყაროში იყო 150 მცხოვრები, ძირითადად სომხები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 353.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 512.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ Кварчия В. Е. Историческая и современная топонимия Абхазии (Историко-этимологическое исследование). - Сухум. 2006.
| ||||||||||