მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვემო წყარო (1948 წლამდე ქვემო ლემსა[1] ) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (წებელდის თემი), მდინარე კოდორის ხეობაში, სოხუმის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 380 მ, გულრიფშიდან 22 კმ, კელასურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 25 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.