ბუძუგური
სოფელი | |
---|---|
ბუძუგური აფხ. Быӡгәыр | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩხალთა |
კოორდინატები | 43°06′10″ ჩ. გ. 41°41′40″ ა. გ. / 43.1027806° ჩ. გ. 41.6947194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
მოსახლეობა | 33 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბუძუგური[1] (ბუძგური) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში. ჩხალთის ადმინისტრაციული ერთეული.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება ბუძგური XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ფიქსირდება. ტერმინი ქართული წარმომავლობისაა, მეგრულად „ეკლით დაბარდულ მაღლობს“ ნიშნავს.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუძუგური მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხალთის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე და მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს, აფხაზეთის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. გულრიფშიდან დაშორებულია 63 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 33 ადამიანი.[5]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959[6][7] | 38 | --- | --- |
1989[8] | 41 | --- | --- |
2002[5] | 33 | 18 | 15 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 513.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 89, ISBN 978-9941-461-55-2.
- ↑ 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
- ↑ აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
|