ხიზარუხა
| სოფელი | |
|---|---|
|
ხიზარუხა | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ლათა |
| კოორდინატები | 43°01′38″ ჩ. გ. 41°25′05″ ა. გ. / 43.02722° ჩ. გ. 41.41806° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ნეძონა |
| მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ხიზარუხა (ყოფილი ნეძონა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი), მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 235 მ, გულრიფშიდან 47 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 1948 წელს ეწოდა ნეძონა[1]. იგი ქართული (მეგრული) წარმოშობის სიტყვაა და „ნიგვზიანს“ ნიშნავს.[2]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 482.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 30, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 98.
| ||||||||||