შინაარსზე გადასვლა

ვარჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვარჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ბაბუშარა
კოორდინატები 42°50′40″ ჩ. გ. 41°08′37″ ა. გ. / 42.84444° ჩ. გ. 41.14361° ა. გ. / 42.84444; 41.14361
მოსახლეობა 2677[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარჩა — საქართველო
ვარჩა
ვარჩა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვარჩა
ვარჩა — გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ვარჩა

ვარჩა[2][3] (აფხ. Уарча[უარჩა]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ბაბუშარის თემი).

მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 20 მ-ზე, გულრიფშიდან 21 კმ-ში, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ-ში.

სოფლის სახელწოდებას საფუძვლად უდევს მეგრული „ოჩეს“ („დიდი ყანა“) ვარიანტი „ორჩე“, რომლისგანაც მიიღეს აფხაზური უარჩა. 1886 წელს სოფელი ავარჩე იხსენიება გუმისთის უბანში. 1930 წლიდან უარჩე ბაბუშარას თემში შედიოდა.[4] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხე-ტყის დასამუშავებელი საამქრო, დასასვენებელი ბაზა. 1989 წლის აღწერით იყო 2677 მცხოვრები, უმრავლესობა — ქართველები. ვარჩაში დაიბადა აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.