შინაარსზე გადასვლა

ესტონკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ესტონკა
აფხ. Допуакыт
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ვლადიმიროვკა
კოორდინატები 42°53′05″ ჩ. გ. 41°12′14″ ა. გ. / 42.88472° ჩ. გ. 41.20389° ა. გ. / 42.88472; 41.20389
ადრეული სახელები ბაღნაშენი
ცენტრის სიმაღლე 50 მეტრი
მოსახლეობა 1 279 (1989)[1]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ესტონკა — საქართველო
ესტონკა
ესტონკა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ესტონკა
ესტონკა — გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ესტონკა

ესტონკა (1948-1955 წლებში — ბაღნაშენი[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ვლადიმიროვკის თემი).

მდებარეობს მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 50 მ-ზე, გულრიფშიდან 13 კმ-ში. დააარსეს ესტონელმა კოლონისტებმა 1882 წელს. 1948 წელს ეწოდა ეწოდა ბაღნაშენი, 1955 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „ესტონკა“. 1989 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 1 279 ადამიანი, უმრავლესობა რუსები.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. http://pop-stat.mashke.org/abkhazia-census.htm
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949