მაჭარა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
მაჭარა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირას, მდინარე მაჭარის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: ზემო გულრიფში, თხუბუნი, კელასური, ქვემო მერხეული). ზღვის დონიდან 80 მ, გულრიფშიდან 0.5 კმ, კელასურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 2 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 514.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||