შინაარსზე გადასვლა

ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზენობანი.
სოფელი
ზენობანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°02′24″ ჩ. გ. 41°24′15″ ა. გ. / 43.040012500° ჩ. გ. 41.404333000° ა. გ. / 43.040012500; 41.404333000
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

ზენობანი (ყოფილი ზემო ბებუთოვკა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი).

მდებარეობს კოდორის ხეობაში, ზღვის დონიდან 560 მ-ზე, გულრიფშიდან 50 კმ-ში.

სოფლები ზენობანი და ქვენობანი მდებარეობს დალის ხეობის შესასვლელთან. XIX საუკუნის დოკუმენტებში ამ მიდამოებში იხსენიება ორი პუნქტი — ბაგადა და ხინგა (ხენგი). XIX საუკუნის ბოლოს აქ მამულები მიიღო პოლკოვნიკმა თავადმა ბებუთოვმა, რომლის სახელიც ეწოდა ორ სოფელს — ვერხნაია ბებუთოვკა (ზემო ბებუთოვკა) და ნიჟნაია ბებუთოვკა (ქვემო ბებუთოვკა).[1] 1948 წლის 3 სექტემბერს ზემო ბებუთოვკას ეწოდა ზენობანი, ქვემო ბებუთოვკას — ქვენობანი.[2] 1989 წლის აღწერით ზენობანში მუდმივი მოსახლეობა არ იყო.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. ↑ Кварчия В. Е. Историческая и современная топонимия Абхазии (Историко-этимологическое исследование). - Сухум. 2006.— с. 120.
  2. ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023