შინაარსზე გადასვლა

ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქვენობანი.
სოფელი
ქვენობანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ლათა
კოორდინატები 43°02′06″ ჩ. გ. 41°23′54″ ა. გ. / 43.03500° ჩ. გ. 41.39833° ა. გ. / 43.03500; 41.39833
ადრეული სახელები ქვემო ბებუთოვკა
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ქვენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

ქვენობანი (ყოფილი ქვემო ბებუთოვკა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი).

მდებარეობს კოდორის ხეობაში, მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 225 მ-ზე, გულრიფშიდან 44 კმ-ში.

სოფლები ქვენობანი და ზენობანი მდებარეობს დალის ხეობის შესასვლელთან. XIX საუკუნის დოკუმენტებში ამ მიდამოებში იხსენიება ორი პუნქტი — ბაგადა და ხინგა (ხენგი). XIX საუკუნის ბოლოს აქ მამულები მიიღო პოლკოვნიკმა თავადმა ბებუთოვმა, რომლის სახელიც ეწოდა ორ სოფელს — ვერხნაია ბებუთოვკა (ზემო ბებუთოვკა) და ნიჟნაია ბებუთოვკა (ქვემო ბებუთოვკა).[1] 1948 წლის 3 სექტემბერს ზემო ბებუთოვკას ეწოდა ზენობანი, ქვემო ბებუთოვკას — ქვენობანი.[2] 1989 წლის აღწერით ქვენობანში იყო 110 მცხოვრები.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. Кварчия В. Е. Историческая и современная топонимия Абхазии (Историко-этимологическое исследование). - Сухум. 2006.— с. 120.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023