შინაარსზე გადასვლა

ლუკა გუგეშაშვილი (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა გუგეშაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 აპრილი, 1999 (1999-04-29) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 196 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 23
ახალგაზრდული კარიერა
2010–2015 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2016 დინამო თბ. 0 (0)
2016–2022 იაგელონია 0 (0)
2017–2018   პოდლაშიე 16 (0)
2018–2019   დილა 34 (0)
2019–2020   რეკრეატივო 4 (0)
2020–2021   დილა გორი 51 (0)
2022   ყარაბაღი 4 (0)
2022– ყარაბაღი 29 (0)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 საქართველო 17-წლ. 7 (0)
2015–2017 საქართველო 19-წლ. 6 (0)
2018–2020 საქართველო 21-წლ. 14 (0)
2023– საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2023

ლუკა გუგეშაშვილი (დ. 29 აპრილი, 1999) — ქართველი ფეხბურთელი, აზერბაიჯანული „ყარაბაღისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ლუკა გუგეშაშვილმა ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა გორის „დილას“ შემადგენლობაში 2018 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარა. საქართველოს პირველობის მე-19 ტურის შეხვედრა რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა.[1]

2018–2019 წლებში გორული კლუბის რიგებში სულ 34 მატჩი ითამაშა. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხუთი მატჩი ითამაშა გრანადის „რეკრეატივოში“, რის შემდეგაც ისევ „დილას“ დაუბრუნდა და 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ბოლომდე გორელთა მაისურით ეროვნული ლიგის ფარგლებში 51 შეხვედრა ჩაატარა.

2022 წლიდან „ყარაბაღში“ განაგრძო საკლუბო კარიერა. მისი დებიუტი აზერბაიჯანული კლუბის რიგებში იმავე წლის 1 თებერვალს, „შამახის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის თასზე შედგა.[2]

2022 წლის 3 მაისს „ყარაბაღი“ საკუთარ მოედანზე „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულის აღება შეძლო (1–1), რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლუკა გუგეშაშვილის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრედ მოეპოვებინა.[3][4]

„ყარაბაღმა“ აზერბაიჯანის პირველობა 2024 წლის სეზონშიც არავის დაუთმო. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მიაღწია და „კაპაზთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.[5][6]

2015 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას.[7] რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 23 მარტს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, მონღოლეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. გუგეშაშვილი მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი ლორიას ნაცვლად შემოვიდა.[8]

აზერბაიჯანის დროშა ყარაბაღი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
90minut · EU-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Sports.ru · Transfermarkt · UEFA
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge