ქერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ქერმანი
کرمان
Shazdeh Garden Mahan Iran.jpg
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
მუნიციპალიტეტი ქერმანი
კოორდინატები 30°17′13″ ჩ. გ. 57°04′09″ ა. გ. / 30.28694° ჩ. გ. 57.06917° ა. გ. / 30.28694; 57.06917
ფართობი 180.7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1.755
მოსახლეობა 636.242 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 761
ოფიციალური საიტი http://www.kermancity.kr.ir/
ქერმანი — ირანი
ქერმანი

ქერმანი (სპარს. کرمان) — ქალაქი ირანში. წარმოადგენს ქერმანის ოსტანის ადმინისტრაციულ ცენტრს და არის ამ ოსტანის სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრი. დასახლებული პუნქტიდან 1076 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი თეირანი. ქერმანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1,755 მეტრ სიმაღლეზე. 2006 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 636.242 კაცი.

ქალაქი გარშემორტყმულია მთებით, რომლის ჩრდილოეთითაც არის ქერმანის უდაბნო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქერმანი დაარსდა თავდაცვის მიზნით, არდაშირ I-ის მმართველობის პერიოდში III საუკუნეში. 642 წელს ქერმენის სიახლოვეს მოხდა ბრძოლა, რის შემდეგაც ეს ტერიტორია მუსლიმანთა მმართველობის ქვეშე მოექცა. მერვე საუკუნისთვის უკვე ქერმანში საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. მეათე საუკუნისთვის ქალაქ ქერმანს ბუიდების დინასტია განაგებდა.

1271 წელს ამ დასახლებას ესტუმრა მარკო პოლო, რის შემდეგაც ის ცენტრალური აზიისკენ გაემართა. ამ ტერიტორიაზე უკვე მოგვიანებით აქტიურად ხორციელდებოდა ხალიჩების წარმოება, რომელიც შემდგომ ექსპორტზე გადიოდა. 1794 წელს ეს დასახლება შედიოდა ზენდების მმართველობის ქვეშ, სწორედ ამ წელს ქერმანს, აღა-მაჰმად-ხანმა ალყა შემოარტყა, რამდენიმე თვის შემდეგ მან ამ დასახლების აღება შეძლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]