ბერბუკის თემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერბუკის თემი (ყოფ. ბერბუკის თემის საკრებულო) — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში. შედის სოფლები ბერბუკი, ზემო რეხა, თორტიზა, ქვემო რეხა, სვენეთი, ხელთუბანი.[1] ცენტრი — ბერბუკი (გორიდან 2 კმ).[2]

საბჭოთა პერიოდში ეწოდებოდა ჯერ ბერბუკის სასოფლო საბჭო (სოფსაბჭო). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1940 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, სახელი შეუცვალეს და „სვენეთის სასოფლო საბჭო“ უწოდეს და ცენტრი გადაიტანეს სოფელ სვენეთში.[3] 1951 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, დაუბრუნეს ადრინდელი სახელი და ცენტრი.[4] 1987 წლის მონაცემებით, მასში შედიოდა მტკვარწყალმშენის დასახლებაც. მოქმედებდა 1 საბჭოთა მეურნეობა და 1 კოლმეურნეობა.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მოსახლეობა კაცი ქალი კომლი
1987[2] 6846[კომ. 1] 2013[კომ. 2]
2002[5] 7511 3678 3833
2014[6] 7414 3653 3761 2033

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მათ შორის სახეზე მყოფი 6548.
  2. მათ შორის სახეზე მყოფი 1936.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 312.
  2. 2.0 2.1 2.2 გორის რაიონი და ქალაქი გორი: სტატისტიკური კრებული, გვ. 6, 39 სახელმწიფო სტატისტიკის გორის რაიონული განყოფილება, გორი, 1988.
  3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-3 (8-10), გვ. 43, თბ., 1940 წ. ISSN 0203-2023
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6 (39), გვ. 5, თბ., 1951 წ. ISSN 0203-2023
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  6. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.