აღწერა სამეფოსა საქართველოსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ — ვახუშტი ბატონიშვილის თხზულება. სრული სათაურია „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“. წერა დაასრულა 1745 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვში. თხზულება აღწერს საქართველოს გეოგრაფიას, კუთხეებს, მათ ზნე–ჩვეულებებს და მოგვითხრობს საქართველოს გაბმულ ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან“, „ქვეყნის შექმნიდან“) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

ვახუშტის ნაშრომი შედგება ორი განყოფილებისაგან. ამათგან ერთია საქართველოს ისტორია სამეფოს განხეთქილებამდე და მეორეა ისტორია და გეოგრაფია საქართველოს სამეფოთა და სამთავროთა განხეთქილებიდან (1469 წლიდან) XVIII საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულამდე.

რამდენიმე პირველი გამოცემა რომელთაც თავს იდვეს ვახუშტი ბატონიშვილის ამ დიდი ნაშრომის გამოქვეყნება არ იყო სრული. ის გამოიცა ნაწილ-ნაწილ ოღონდაც კვინკლოსის გარდა. მისი შრომის გამავრცელებლები იყვნენ ბროსე, ჩუბინაშვილი და ბაქრაძე.

მარი ბროსემ ფრანგული თარგმანით დაბეჭდა ვახუშტის გეოგრაფია, მაგრამ ვახუშტის ისტორიის წინასიტყვაობა ჩაურთო ქართლის ცხოვრებას.

პირველი ნაწილი ვახუშტის ისტორიისა დაბეჭდა ბაქრაძემ სათაურით: „ვახუშტი, საქართველოს ისტორია, განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არქეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი“. ამ წიგნში ბაქრაძემ დაბეჭდა ვახუშტის წინასიტყვაობაც, ოღონდ პიველი მეოთხედის გამოკლებით.

მეორე ნაწილი ისტორიისა ქორონიკონებითურთ ჩუბინაშვილს მოუთავსებია ქართლის ცხოვრების მეორე ნაწილის დასაწყისში.

მარი ბროსეს Description-ში სრული მაგრამ ქვეთავების არეული თანმიმდევრობით აქვს წარმოდგენილი აღნიშნული შრომა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის შრომა — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, შეიცავს შემდეგ თავებს:

  1. ამერეთის სოფლების სახელები (ორ ფურცლად)
  2. მკითხველთათჳს სიტყვა, თუ რაისათვის არს შრომა ესე.
  3. ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი
  4. ცხოვრება საქართველოსი
  5. უწყება მკითხველთათვის
  6. აღწერა აწინდელისა ქართლისა
  7. ცხოვრება დამოქმედება ქართლისა მეფეთა 1469 წლითგან 1745 წლამდე
  8. აღწერა და ცხოვრება ჱერეთისა, კახეთისა, კუხეთისა, თუშეთისა და დიდოეთისა
  9. აღწერა აწინდელისა ოვსეთისა
  10. აღწერა საჩინოთა ადგილთა სამცხე-საათაბაგოსი
  11. ცხოვრება სამცხე-საათაბაგოსი
  12. აღწერა ეგრისისა ანუ აფხაზეთისა ანუ იმერეთისა
  13. ცხოვრება ეგრისისა ანუ აფხაზეთისა ანუ იმერეთისა
  14. ქრონოლოგიური ცნობები შესახებ ქართველთა
  15. მაჩვენებელი სახელთა და სახელწოდებათა
  16. შედარება ქართულ-ბერძნული ქრონიკების
  17. ქართული კვინკლოსი და ხელთა

კვინკლოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქმენ საუკუნო კვინკლოსი,

წ ჯდება ჴარ სან ჲე ბენი, (7262)

უთასის უნ მან და განი, (443)

ფლისა ჩინ ღან ნარ ენი; (1755)

იგ ჴელთა მზისა მოქცევით, (913 მზის მოქცევა)

ო მთვარის ცხრამეტს მიმდენი (370 მთვარის მოქცევა)

ნდიკტით ათცამეტურით, (13 ინდიქტიონი)

ეზედნად კლიტის მაჩვენი.

სტრიქონის პირველი ასოები გამოთქვამენ ავქსონის სახელს: ვახუშტიმ და ნაჩვენები ქორინიკონი კი უდრის 1755 წელს.

რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის გეოგრაფიისათვის ვახუშტის დაუმატებია 22 რუკა (მასშტაბი: 10 ვერსამდე გოჯად), რომლებზეც დატანილია მხარის ძეგლები. რუკების შედგენის დროს ვახუშტის ხელთ ჰქონდა „შემოკლებული რუკები“ საქართველოსი.

ვიკიციტატა
„ვამცნებთ მკითხველსა, რატა გონიერად ისმინოს მან თქმული ჩვენი, რამეთუ ვინათგან დავსახენით ქარტა ანუ რუკანი საქართველოსა ანუ ივერიისანი, რომელსა ხაზვიდენ მცირედ და არა ჯეროვნად და ჩვენ სრულიად წინადადვდევით.“

ბროსეს სიტყვებით ვახუშტის გეოგრაფიას ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის, როგორც ჰომეროსის ტოპოგრაფიულ შენიშვნებს საბერძნეთისათვის. ცნობილი ი. ო სტებნიცკის სიტყვებით — „თუმცა ვახუშტის რუკები შედგენილია მიწების გაუზომლად, გარნა მათი სისწორე საკმაოდ გვაკმაყოფილებს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1969.
  • მ. გ. ჯანაშვილი, „ვახუშტი და მისი შრომა“, თბ., 1904