ართვინის პროვინცია
| ადმინისტრაციული ერთეული | ||
|---|---|---|
|
ართვინის პროვინცია თურქ. Artvin ili | ||
|
| ||
| ქვეყანა |
| |
| რეგიონი | შავი ზღვის რეგიონი | |
| ადმ. ცენტრი | ართვინი | |
| შიდა დაყოფა | არტანუჯი, არჰავი[1] , ართვინი, ბორჩხა, ხოფა, მურგული, შავშეთი, იუსუფელი, ქემალფაშა, ქემალფაშის რაიონი (ართვინი)[1] , ხოფის რაიონი[1] , არტანუჯის რაიონი[1] , ბორჩხის რაიონი[1] , იუსუფელის რაიონი[1] , Şavşat ilçesi[1] , მურღულის რაიონი[1] და ართვინის რაიონი[1] | |
| კოორდინატები | 41°08′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. | |
| მმართველი | მუსტაფა იემლიჰალიოღლუ | |
| ფართობი | 7436 კმ² | |
| ოფიციალური ენა | თურქული ენა[2] | |
| მოსახლეობა | 174 010 (2018)[3] | |
| სატელეფონო კოდი | 466 | |
| საფოსტო ინდექსი | 08000–08999 | |
| საავტომობილო კოდი | 08 | |
| ოფიციალური საიტი | http://www.artvin.gov.tr | |
|
| ||
ართვინის პროვინცია (თურქ. Artvin ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ართვინი. მოიცავს 9 რაიონს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არტაანის, სამხრეთით – ერზურუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა შეადგენს 164 ათას ადამიანს (2012), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (25 ათასი ადამიანი, 2012), ხოფა (18 ათასი ადამიანი, 2012). თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსლიმები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსლიმები).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).
1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არტაანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.
რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):
- არტანუჯი (Ardanuç)
- არჰავი (Arhavi)
- ართვინი (Artvin)
- ბორჩხა (Borçka)
- ხოფა (Hopa)
- მურგული (Murgul)
- შავშათი (Şavşat)
- იუსუფელი (Yusufeli)
- ქემალფაშა (Kemalpaşa)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||||||||