შინაარსზე გადასვლა

ბალიქლი (არჰავის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბალიქლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი არჰავი
კოორდინატები 41°20′30″ ჩ. გ. 41°25′19″ ა. გ. / 41.3416694° ჩ. გ. 41.4222194° ა. გ. / 41.3416694; 41.4222194
ადრეული სახელები ფილარგეთი
მოსახლეობა 70 (2007)[1] ,
68 (2008)[1] ,
60 (2009)[1] ,
69 (2010)[1] ,
137 (2011)[1] ,
134 (2012)[1] ,
148 (2013)[1] ,
140 (2014)[1] ,
135 (2015)[1] ,
130 (2016)[1] ,
128 (2017)[1] ,
106 (2018)[1] ,
93 (2019)[1] ,
101 (2020)[1] ,
114 (2021)[1] ,
111 (2022)[1] ,
99 (2023)[1] ,
108 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
საფოსტო ინდექსი 08290
ბალიქლი (არჰავის რაიონი) — თურქეთი
ბალიქლი (არჰავის რაიონი)

ბალიქლი (თურქ. Balıklı)[4] — სოფელი თურქეთში, არჰავის რაიონში, ართვინის პროვინციაში.[5] 2021 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 114 კაცს.[6] ძველი ქართლი სახელია ფილარგეთი.[7][4]

სოფელი ბალიქლი დაარსდა 1956 წელს, ფილარგეთის (ულუქენთის) სოფლის საზღვრებში არსებული სამი უბნის გაერთიანებით. შესაბამისად, ფილარგეთი ითვლება როგორც ულუქენთის, ასევე ბალიქლის სოფლის ძველ სახელად. სიტყვა წარმოშობილია ძველბერძნული სიტყვისგან „პელარგოს“, რაც წეროს ნიშნავს. პილარგეთი ნიშნავს „წეროიანს/წეროების ადგილს“. ბალიქლის სოფლის დაარსების შემდეგ ეს დასახლება ცნობილია როგორც ზემო პილარგეთი, ხოლო ულუქენთის სოფელი - როგორც ქვემო პილარგეთი.[8][9]

სოფელი ფილარგეთი / ფელარგეთი მდებარეობდა ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო. ოსმალებმა, 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის გაუქმების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[10] სახელი პილარგეთი ან პელარგეთი არ გვხვდება ოსმალურ ჩანაწერებში. სავარაუდოდ, პირველად ამ სოფლის შესახებ წერილობით ნახსენებია 1917 წელს, ქართველი ენათმეცნიერის იოსებ ყიფშიძის ჩანაწერებში, რომელმაც კვლევითი ექსპედიცია განახორციელა ლაზეთის რეგიონში. სოფელი, რომელსაც ყიფშიძე წერდა როგორც ფილარგეთი, პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა და ამ დროს რუსული ადმინისტრაციის საზღვრებში იმყოფებოდა. რუსულმა ადმინისტრაციამ სოფელი ასევე დაარეგისტრირა როგორც ფილარგეთი (Пиларгети).[11][12]

სოფელი ბალიქლი დაარსდა 1956 წელს ფილარგეთის უბნების - ემენიათის, ბაღვასა და ბარდის გაერთიანების შედეგად.[13] მართლაც, 1955 წლის საყოველთაო აღწერისას დარეგისტრირებული იყო ერთი სოფელი სახელწოდებით ფილარგეთი, ხოლო 1960 წლის საყოველთაო აღწერაში ბალიქლი და ულუქენთი უკვე ცალ-ცალკე სოფლებად მოიხსენიეოდაა. 1965 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბალიქლის სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 549 ადამიანს, რომელთაგან 253 წერა-კითხვის მცოდნე იყო.[14]

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
  4. 1 2 გოგოხია ბ., აღმოსავლეთ ლაზეთის ისტორია და გვარსახელები, თბ., 2019, გვ. 171
  5. Köy დაარქივებული 2015-07-06 საიტზე Wayback Machine. , Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  6. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  7. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 65, 71, 259, 272, ISBN 978-605-5708-85-6.
  8. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 65, 272, ISBN 978-605-5708-85-6.
  9. İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 182, 185, ISBN 978-605-89094-0-3
  10. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. ISBN 99940-61-43-7
  11. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 155.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
  12. İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი), Batum, 1977, I. cilt, s. 78.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.
  13. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 272, ISBN 978-605-5708-85-6.
  14. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 25 Haziran 2024.