Joy Division
| Joy Division | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ასევე ცნობილი როგორც |
Stiff Kittens, Warsaw | |
| წარმოშობის ადგილი | სელფორდი, ინგლისი, ბრიტანეთი | |
| ჟანრ(ებ)ი | პოსტ-პანკი | |
| აქტიური | 1976–1980 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Factory | |
| ასოციაციები | New Order, Peter Hook and The Light | |
| წევრები | ||
| იენ კერტისი პიტერ ჰუკი სტივენ მორისი ბერნარდ სამნერი |
||
Joy Division — ინგლისური როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1976 წელს სელფორდში (ინგლისი). თავდაპირველად ჯგუფს Warsaw ეწოდებოდა და მასში შედიოდნენ - იენ კერტისი (ვოკალი, გიტარა), ბერნარდ სამნერი (გიტარა, კლავიშიანიინსტრუმენტები), პიტერ ჰუკი (ბას გიტარა, ვოკალი) და სტივენ მორისი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია).
ჯგუფი ძირითადად პანკ როკის ჟანრის მუსიკას უკრავდა, რომელიც გადაიზარდა პოსტ-პანკის ჟანრის ჟღერადობაში. ბრიტანეთის მუსიკალური პრესის მიერ განსაკუთრებულად დადებითად იქნა შეფასებული ჯგუფის 1979 წლის სადებიუტო ალბომი Unknown Pleasures. კოლექტივის წარმატებასთან ერთად, კერტისი უფრო დეპრესიული ხდებოდა და აწუხებდა პირადი პრობლემები, რომელთა შორის იყო ეპილეფსიის დიაგნოზი და უიღბლო ქორწინება. 1980 წელს, პირველი ამერიკული ტურნეს დაწყების წინ მან თავი მოიკლა. ჯგუფმა მის გარეშე გამოსცა მეორე ალბომი Closer (1980) და სინგლი „Love Will Tear Us Apart“, რომელიც კოლექტივის საუკეთესო ჩარტულ წარმატებად ითვლება. შემდგომში მან სახელი შეიცვალა და New Order-ის სახით გამოდიოდა და იწერებოდა.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- Unknown Pleasures (1979)
- Closer (1980)