მუჰამედ ალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Boxing pictogram.svg
მუჰამედ ალი
Muhammad Ali NYWTS.jpg
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი : კასიუს მარსელუს კლეი
მოქალაქეობა : აშშ-ის დროშა აშშ
დაბ. თარიღი : 17 იანვარი, 1942
დაბ. ადგილი : ლუისვილი, აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი : ლუისვილი, აშშ-ის დროშა აშშ
პროფესიონალური კარიერა
პირველი ბრძოლა : 29 ოქტომბერი 1960
დგომა : მემარჯვენე
სიმაღლე : 192 სმ.
ხელების მოქნევა : 203
ბრძოლა : 61
გამარჯვება : 56
ნოკაუტით : 37
მარცხი : 5
ფრე : 0

მუჰამედ ალი (ინგლ. Muhammad Ali; დაბადებით კასიუს კლეი, ინგლ. Cassius Clay; * 17 იანვარი, 1942) — ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974). სახელი გამოიცვალა ისლამზე მოქცევის გამო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კასიუს კლეი კენტუკიში, ლუსვილში დაიბადა. მან 1959 და 1960 წლებში "ოქროს ხელთათმანების" სამოყვარულო ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო იმავე 1960 წელს მძიმეწონოსანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კლეი თავს ყველაზე დიდ მოკრივედ აცხადებდა და მას პრეტენზიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ, ვიდრე ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა არ დაამტკიცა. ოლიმპიური წარმატების შემდეგ პროფესიონალი გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ კი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო.

1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან უარი თქვა ამერიკის არმიაში სამსახურზე და მონაწილეობა არ მიიღო ვიეტნამის ომში. საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს.

ალი რინგზე 70-იან წლებში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ორჯერ დაკარგა, 1974 წელს კვლავ დაიბრუნა ჯორჯ ფორმანთან ორთაბრძოლაში, რომელსაც "აურზაური ჯუნგლებში" უწოდეს, 1978 წელს კი ლეონ სფინქსთან გამართულ მატჩში. ამგვარად, ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.