Miss Sarajevo

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Miss Sarajevo“
Miss Sarajevo გარეკანი
Miss Sarajevo
სინგლი, შემსრულებელი - U2 და ლუჩანო პავაროტი
ალბომიდან Original Soundtracks 1
B-მხარე „Bottoms (Watashitachi no Ookina Yume)“
„Viva Davidoff“
გამოსვლის თარიღი 1 ნოემბერი, 1995
ფორმატი 7", CD, აუდიოკასეტა
ჩაიწერა აგვისტო 1995
ჟანრი როკ-მუსიკა, ოპერა
ხანგრძლივობა 5:19
ლეიბლი Island
პროდიუსერი ბრაიან ინოუ
U2 და ლუჩანო პავაროტი - სინგლების ქრონოლოგია
„Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me“
(1995)
Miss Sarajevo
(1995)
„Discothèque“
(1997)

Miss Sarajevo“ — ჯგუფ U2-ს და ლუჩანო პავაროტის მიერ 1995 [1] წელს ჩაწერილი სიმღერა და სინგლი, შეტანილი ალბომში Original Soundtracks 1. ეს არის ბრაიან ინოუსა და U2-ს ერთობლივი პროექტი, რომელშიც თავმოყრილია მუსიკა სხვადასხვა ფილმისათვის. სიმღერა ასევე შეტანილია ჯგუფის ალბომში The Best of 1990–2000 და შესრულებული იქნა ჯორჯ მაიკლის მიერ, ალბომზე Songs from the Last Century. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული „ბილბორდის“ ჩარტში სიმღერამ არ გაამართლა, ევროპულ ქვეყნებში მას დიდი წარმატება ხვდა წილად. ბონო მას თვლის ჯგუფის რეპერტუარიდან თავის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად.

სიმღერა სხვადასხვა დროს სრულდებოდა ცოცხლად ჯგუფის კონცერტებზე. პავაროტისთან ერთად იგი შესრულდა 1996 წლის 20 ივნისს, მოდენაში და შეტანილი იქნა ალბომში Pavarotti & Friends Together for the Children of Bosnia.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მუსიკის ავტორი — Passengers, გარდა სიმღერისა „One“ (ტექსტი - ბონო, მუსიკა - U2).

# სახელწოდება შემსრულებელი ხანგრძლივობა
1. Miss Sarajevo   Passengers და ლუჩანო პავაროტი 5:19
2. One (ჩაწერილია ცოცხლად, მოდენაში) Passengers 5:38
3. Bottoms (Watashitachi no Ookina Yume) (Zoo Station რემიქსი) Passengers 4:11
4. Viva Davidoff   Passengers 4:29

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Miss_Sarajevo&oldid=2704813“-დან