U2 360° Tour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
U2 360° Tour

ტურნეს პრომო-პოსტერი
ტურნე, გამართული U2-ს მიერ
ჩატარების ადგილი მსოფლიო
ჩატარების ადგილები ოკეანია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა
დაკავშირებული ალბომი No Line on the Horizon
დაწყების თარიღი 30 ივნისი 2009
ბარსელონა, ესპანეთი
დასრულების თარიღი 30 ივლისი 2011
მონკტონი, კანადა
კონცერტების რაოდენობა 110
შემოსავალი 736,137,344 აშშ დოლარი
U2-ს კონცერტების ქრონოლოგია
Vertigo Tour
(2005–06)
U2 360° Tour
(2009–11)
-

U2 360° Tourირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს საკონცერტო ტურნე, გამართული 2009-2011 წლებში, ალბომის No Line on the Horizon მხარდასაჭერად. ისევე, როგორც ჯგუფის წინა ტურნეების შემთხვევაში, ამ ტურნეზეც გამოიყენებოდა გიგანტური სცენა, ამჯერად აგებული ისე, რომ მსმენელს ჯგუფის ხილვა ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო. მრგვალ, 360 გრადუსიან სცენაზე დამონტაჟებული იყო ოთხი გიგანტური ფეხის მსგავსი საყრდენი და მრგვალი ეკრანი, რომელზეც ასევე ნებისმიერი წერტილიდან ჩანდა ვიდეოკადრები.

ტურნეს შემოსავალმა 736,137,344 აშშ დოლარი შეადგინა. დიდი წარმატება იქონია კონცერტმა U2360° at the Rose Bowl, რომელიც YouTube-ს ეთერში პასადენადან პირდაპირ გადაიცემოდა და მოგვიანებით DVD-ზეც გამოიცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=U2_360°_Tour&oldid=4580548“-დან