ბი ბი კინგი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბი ბი კინგი

ბიო
დაიბადა 16 სექტემბერი, 1925 წ.
წარმოშობის ადგილი აშშ-ის დროშა მისისიპი (შტატი), აშშ
ჟანრი/ები ბლუზი
აქტიური 1947 - დღემდე
ლეიბლი/ები Geffen
ვებგვერდი http://www.bbking.com/

ბი ბი კინგი (B. B. King) არის ამერიკელი ბლუზ გიტარისტი. მისი ნამდვილი სახელია რილი ბი კინგი (Riley B. King). იგი დაბადებულია 1925 წლის 16 სექტემბერს. ის მიიჩნევა როგორც ბლუზის მეფე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლუზ გიტარისტი.


სექციების სია

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ბი ბი კინგი არის ლიცენზირებული პილოტი, ცნობილი აზარტული მოთამაშე, ვეგეტარიანელი, არამწეველი და არამსმელი ადამიანი. მას დიაბეტი აწუხებს და მთელი ცხოვრება გამოდიოდა დიაბეტით დაავადებულთა მხარდასაჭერად.

მისი საყვარელი მომღერალი იყო ფრენკ სინატრა. ბი ბი კინგი იხსენებს საკუთარ ავტობიოგრაფიაში თუ როგორ იძინებდა ყოველ საღამოს ფრენკ სინატრას კლასიკური ალბომის, In the Wee Small Hours-ის, მოსმენის შემდეგ. კინგი სინატრას მოიხსენიებდა როგორც ადამიანს რომელმაც შავკანიან შემსრულებლებს კარი გაუღო და შანსი მისცა დაეკრათ თეთრების გვერდით.

ბი ბი კინგი არის 17 შვილის მამა, რომლებიც სხვადასხვა ქალებთან შეეძინა.


[რედაქტირება] შემოქმედება

ბი ბი კინგმა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა 1947 წლიდან დაიწყო. მემფისში ის ერთ დროს დისკ ჟოკეი იყო, სადაც ზედმეტ სახელი Beale Street Blues Boy შეარქვეს, შემოკლებით კი ბი ბი(BB).

1950-იანებში იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი R&B მუსიკოსი და მრავალი საინტერესო სიმღერა ჩაწერა.

1964 წელს გამოვიდა ლეგენდარული ალბომი Live at the Regal.

პირველი დიდი წარმატება მას 1969 წელს როი ჰოვკინსის სიმღერამ, The Trill Is Gone-მა, მოუტანა. მისეულმა ვერსიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა Pop და R&B ჩარტებში პარალელურად, რაც იმ დროისათვის უჩვეულო რამ იყო. ამავე წელს გამართულმა ამერიკულმა ტურნემ უფრო როკის სახე მიიღო.

ბი ბი კინგის წარმატება 1970-იანებშიც გრძელდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ სიმღერები To Know You Is To Love You და I Like To Live The Love.

1951-1985 წლებში ბი ბი კინგის სიმღერები Billboard-ის R&B ჩარტებში 74-ჯერ მოხვდა.

1980, 1990 და 2000-იანებში იგი სულ უფროდაუფრო ნაკლებ სიმღერებს წერდა, მაგრამ აქტიური კარიერა არ შეუწყვეტია და ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო შოუებში.

1988 წელს მან თაყვანისმცემლების კიდევ ერთი ნაკადი შეიძინა როდესაც გამოვიდა მისი დეუტი ირლანდიურ ჯგუფ U2-სთან, სიმღერას When Love Comes To Town ერქვა.

2000 წელს კი გამოვიდა მისი და ერიკ კლეპტონის დუეტი Riding With the King.

ასევე 2000 წელს ბი ბი კინგი გამოჩნდა ფილმში The Blues Brothers 2000.


[რედაქტირება] გამოსამშვიდობებელი ტური

80 წლის ასაკში ბი ბი კინგმა გამოსამშვიდობებელი ტურნე გამართა. ის 2006 წელს ინგლისში დაიწყო. ბლუზის მეფე ამ ჟანრში ასევე კარგად ცნობილ შემსრულებელთან, გარი მურთან ერთად გამოვიდა. შემდეგ იყო ევროპა.

ბი ბი კინგის გამოსამშვიდობებელი ტური, Live at Montreux, 2006 წლის ივლისი
ბი ბი კინგის გამოსამშვიდობებელი ტური, Live at Montreux, 2006 წლის ივლისი

ამას მოყვა 6 კონცერტი ბრაზილიაში. სან პაულოში ერთმა ჟურნალისტმა ბი ბი კინგს ჰკითხა იქნებოდა თუ არა ეს მისი ბოლო კონცერტი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია შოტლანდიელი შონ კონერი, რომელიც ცნობილია როგორც აგენტ 007-ის საუკეთესო შემსრულებელი, მის ერთ-ერთ ფილმს კი ჰქვია "არასოდეს თქვა არასოდეს"". პასუხი სრულიად გასაგები იყო.


2007 წელს ბი ბი კინგმა მონაწილეობა მიიღო Crossroads Guitar Festival-ში ერიკ კლაპტონთან ერთად. მთელი ფული გადაირიცხა ანტიგუას დასახმარებლად.


[რედაქტირება] Lucille

კონცერტი საფრანგეთში, 1989 წელი
კონცერტი საფრანგეთში, 1989 წელი

Lucille არის ბი ბი კინგის ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი. ასე მის გიტარებს ჰქვია. ეს სახელი მისმა გიტარამ მას შემდეგ მიიღო რაც ორივენი ხანძარს ძლივს გადაურჩნენ. ერთ-ერთ ადგილას სადაც უკრავდა, ორი მამაკაცი ქალის გულისთვის წაჩხუბდა, რომლის სახელიც იყო Lucille. ამ ჩხუბში მათ შემთხვევით ნავთქურა წააქციეს და ხანძარიც გაჩნდა. მას შემდეგ რაც ბი ბი კინგი გარეთ გამოვიდა, გაახსენდა რომ გიტარა შიგნით დარჩა და სწრაფად შებრუნდა უკან, რის შემდეგაც ძლივს გამოასწრო გარეთ. ამის შემდეგ მან საკუთარ გიტარას Lucille დაარქვა, რათა არასოდეს დავიწყებოდა ის შემთხვევა და არასოდეს გაემეორებინა მსგავსი საქციელი.


[რედაქტირება] მემკვიდრეობა

52 წლის განმავლობაში ბი ბი კინგმა 15 000 კონცერტსა და შოუში მიიღო მონაწილეობა.

1990 წელი
1990 წელი

[რედაქტირება] ფილანტროპია

ბი ბი კინგი არის ცნობილია აქტიური მოღვაწეობით ბავშვებისათვის მუსიკალური განათლების მიცემის სფეროში. 2002 წელს ის ოფიციალურად გახდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Little Kids Rock-ის პარტნიორი, რომელიც უფასოდ ავრცელებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ატარებს გაკვეთილებს აშშ-ს მასშტაბით. იგი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს საპატიო წევრია.


[რედაქტირება] დისკოგრაფია

  • 1960 - My Kind of Blues
  • 1965 - Live at the Regal
  • 1968 - Lucille
  • 1969 - Live and Well, Completely Well
  • 1970 - Indianola Mississippi Seeds
  • 1971 - B.B. King in London, Live in Cook County Jail
  • 1975 - Lucille Talks Back
  • 1978 - Midnight Believer
  • 1979 - Take It Home
  • 1980 - Live "Now Appearing" at Ole Miss
  • 1981 - There Must Be a Better World Somewhere
  • 1982 - Love Me Tender
  • 1983 - Why I Sing the Blues
  • 1990 - B.B. King and Sons Live (live)
  • 1991 - Live at San Quentin, Live at the Apollo, There is Always One More Time, Bacon Double Cheeseburger
  • 1992 - King of the Blues
  • 1997 - Deuces Wild
  • 1999 - Let the Good Times Roll
  • 2000 - Riding with the King
  • 2003 - Reflections
  • 2005 - The Ultimate Collection, B.B. King & Friends: 80
  • 2007 - The Best of the Early Years


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ბი ბი კინგის ოფიციალური ვებ-გვერდი

პირადი ხელსაწყოები