„Please“ — ირლანდიურიროკ-ჯგუფU2-ს სიმღერა და მეოთხე სინგლი ალბომიდან Pop, რომელიც გამოვიდა 1997 წელს.[1] იგი პოლიტიკურ ქვეტექსტს ატარებს და ეძღვნება ჩრდილოეთ ირლანდიაში დატრიალებულ არეულობებს. სინგლის გარეკანზე გამოსახულია ოთხი ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი - ჯერი ადამსი, დევიდ ტრიმბლი, იენ პეისლი და ჯონ ჰიუმი (საათის ისრის მიმართულებით, ზედა მარცხენა კუთხიდან). სინგლის გამოცემამდე ორი თვით ადრე ამ სიმღერის და PopMart Tour-ის დროს შესრულებული სხვა სიმღერების ჩანაწერები გამოვიდა EP-ზე Please: PopHeart Live EP, 1997 წლის სექტემბერში.