All That You Can't Leave Behind

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
All That You Can't Leave Behind
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 30 ოქტომბერი, 2000
ჩაიწერა

1998–2000, დუბლინი (ირლანდია) და საფრანგეთი

  • HQ (დუბლინი)
  • Windmill Lane (დუბლინი)
  • Westland (დუბლინი)
  • Totally Wired (დუბლინი)
  • სამხრეთ საფრანგეთი
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 49:25
ლეიბლი Island, Interscope
პროდიუსერი დენიელ ლანუა, ბრაიან ინო
U2 — ქრონოლოგია
PopMart: Live from Mexico City
(1998)
All That You Can't Leave Behind
(2000)
Elevation 2001: Live from Boston
(2001)
სინგლები ალბომიდან All That You Can't Leave Behind
  1. „Beautiful Day“
    გამოცემის თარიღი: 9 ოქტომბერი 2000
  2. „Stuck in a Moment You Can't Get Out Of“
    გამოცემის თარიღი: 29 იანვარი 2001
  3. „Elevation“
    გამოცემის თარიღი: 12 ივნისი 2001
  4. „Walk On“
    გამოცემის თარიღი: 19 ნოემბერი 2001
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic(79/100)
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]
Chicago Sun-Times3/4 stars[2]
Entertainment WeeklyA[3]
The Guardian5/5 stars[4]
Hot Press(11/12)[5]
New Zealand Herald4/5 stars[6]
NME(7/10)[7]
Pitchfork Media(5.0/10)[8]
Q4/5 stars[9]
Rolling Stone4/5 stars

All That You Can't Leave Behindირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეათე სტუდიური ალბომი. ამ ალბომით ჯგუფი დაუბრუნდა მისთვის უფრო დამახასიათებელ ჟღერადობას, ალტერნატიული როკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავის შემდეგ. All That You Can't Leave Behind კომერციულად წარმატებული დისკი იყო და გაიყიდა 12 მილიონი ასლის სახით. მან ჯგუფს მოუტანა შვიდი გრემი, ალბომისთვის და მისი სინგლებისათვის. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებისა, ჯგუფის ალბომი The Unforgettable Fire კვლავ რჩება მათ ისტორიაში ჩარტებში ყველაზე მაღლა მდგომ დისკად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენიელ ლანუასა და ბრაიან ინოსთან ერთად, ისევე როგორც ძველ დროს ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ 1990-იანი წლების ექსპერიმენტების შემდეგ თავის თავს დაბრუნებოდნენ. წინა ალბომის Pop მიმართ კრიტიკოსების რეაქცია უარყოფითი იყო, თუმცა მოყვარულებმა მაღალი შეფასება მისცეს მას. ახალი ალბომის სიმღერები პირველად წარდგენილი იქნა პარიზში, 2000 წლის 19 ოქტომბერს, 600 ადამიანის წინაშე, შემდეგ კი გამოიცა პირველი სინგლი, Beautiful Day. აშკარა იყო, რომ ჯგუფმა უარი თქვა ელექტრონულ ექსპერიმენტებზე.

კრიტიკოსები და მოყვარულები ახალ დისკს საკმაოდ თბილი სიტყვებით აფასებდნენ. მათმა ნაწილმა მას ჯგუფის მესამე დიდი ალბომი უწოდა, The Joshua Tree და Achtung Baby-ს შემდეგ. იგი იქცა ჯგუფის რიგით მეოთხე ყველაზე გაყიდვად დისკად.

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ტურნე Elevation დაიწყო 2001 წლის 24 მარტს და დასრულდა იმავე წლის 2 დეკემბერს. მთლიანად იგი შედგებოდა სამი ეტაპისგან და შეიცავდა 113 კონცერტს. ამან ჯგუფს მოუტანა 110 მილიონი დოლარი. სხვადასხვა ქალაქში U2 რამდენიმე კონცერტს მართავდა.

ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გაფორმებაში გამოყენებულია აეროპორტის ფოტოსურათები. ისინი შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში (პარიზი) გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა ანტონ კორბეინმა. მუსიკალური ვიდეოს Beautiful Day მცირე ნაწილი სწორედ აქ იქნა გადაღებული.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — ბონო, ეჯი; მუსიკა — U2.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Beautiful Day“4:06
2.„Stuck in a Moment You Can't Get Out Of“4:32
3.„Elevation“3:45
4.„Walk On“4:55
5.„Kite“4:23
6.„In a Little While“3:37
7.„Wild Honey“3:37
8.„Peace on Earth“4:46
9.„When I Look at the World“4:15
10.„New York“5:28
11.„Grace“5:31
ბრიტანეთი, ავსტრალია და იაპონია - დამატებითი სიმღერები
#სახელწოდებატექსტიმუსიკახანგრძლივობა
12.„The Ground Beneath Her Feet“სალმან რუშდიU23:44

იაპონიაში, ავსტრალიაში და ბრიტანეთში დისკს დაემატა სიმღერა The Ground Beneath Her Feet. სხვადასხვა გამოცემას ასევე ახლდა დამატებითი დისკი სიმღერებით Always, Summer Rain და Big Girls are Best. იმავე პერიოდში გამოიცა ჯგუფის მცირე კრებული 7 (EP დისკი) ალბომის ყველა სინგლის B-გვერდით.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. All That You Can't Leave Behind – U2. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  2. DeRogatis, Jim (31 October 2000). „Yes, U2 can go home again“. Chicago Sun-Times.
  3. Browne, David (3 November 2000). „Music Review: All That You Can't Leave Behind“. Entertainment Weekly (567). ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  4. Sweeting, Adam (27 October 2000). „Pop CD of the Week: Time to get the leathers out“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  5. Murphy, Peter (26 October 2000). „One from the Heart“. Hot Press.
  6. Baillie, Russell (28 October 2000). „Album review: All That You Can't Leave Behind“. New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  7. Long, April (28 October 2000). „Even Better Than the Surreal Thing!“. NME. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  8. DiCrescenzo, Brent. (2000-10-31) Album Reviews: U2: All That You Can't Leave Behind. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
  9. Blake, Mark (2000-12). „U2: All That You Can't Leave Behind“. Q (171). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]