Yahoo!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იაჰუ)
Yahoo! ლოგო

Yahoo! Inc. (ინგლ. Yet Another Hierarchical Officious Oracle — „კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება“. ქართ. იაჰუ) —ამერიკული ღია სააქციო საზოგადოებრივი კორპორაცია და ინტერნეტ-სერვის პროვაიდერია. მისი მომსახურების არეალი მრავალ სფეროს წვდება, მათ შორისაა, ვებ პორტალი, საძიებო სისტემა, Yahoo! დირექტორია, Yahoo! ფოსტა, ახალი ამბები, და ჰოსტინგი. ის დაარსებულ იქნა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ჯერი იანგის და დევიდ ფილოს მიერ 1994 წლის იანვარში და კორპორაციად ჩამოყალიბებულ იქნა 1995 წლის 2 მარტს. კომპანიის სათავო ოფისი განლაგებულია სანივეილში, კალიფორნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Yahoo!&oldid=3734765“-დან