ლუჩანო პავაროტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუჩანო პავაროტი

ლუჩანო პავაროტი (Luciano Pavarotti) (დ. 12 ოქტომბერი, 1935 – გ. 6 სექტემბერი, 2007 მოდენა, იტალია.) — იტალიელი ტენორი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ვოკალურ შემსრულებელთაგან ოპერის სამყაროში და მრავალ სხვა სამუსიკო ჟანრში. განთქმული მისი სატელევიზიო კონცერტებით, პავაროტი სამ უდიდეს ტენორთაგან ერთ-ერთი იყო. სახელი გაითქვა ასევე საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და წითელი ჯვრისთვის ფონდების მოზიდვით. მისი კარიერის უკანასკნელი წლები ასევე ცნობილი სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან თანამშრომლობით, პროექტის "Pavarotti and Friends" სახით.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: