The Clash

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Clash
ჯგუფი უკრავს ოსლოში, 1980 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯო სტრამერი, მიკ ჯონსი და პოლ სიმონონი.
ჯგუფი უკრავს ოსლოში, 1980 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯო სტრამერი, მიკ ჯონსი და პოლ სიმონონი.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი პანკ-როკი
აქტიური 1976–1986
ლეიბლ(ებ)ი CBS
ყოფილი წევრები
მიკ ჯონსი
კით ლევინი
პოლ სიმონონი
ტერი ჩაიმსი
ჯო სტრამერი
რობ ჰარპერი
ტოპერ ჰიდონი
პიტ ჰოვარდი
ნიკ შეპარდი
ვინს უაიტი

The Clash — ინგლისური პანკ-როკ ჯგუფი, დაარსებული 1976 წელს. ის იყო ბრიტანული პანკის ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენელი. პანკის გარდა ჯგუფის მუსიკა შეიცავდა რეგის, სკას, დაბის, ფანკის, ჰიპ ჰოპის, საცეკვაო მუსიკისა და როკაბილის ელემენტებს. კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში The Clash-ის წევრები იყვნენ ჯო სტრამერი (წამყვანი ვოკალი, რითმ გიტარა), მიკ ჯონსი (მთავარი გიტარა, ვოკალი), პოლ სიმონონი (ბას გიტარა, დამხმარე ვოკალი, იშვიათად - წამყვანი ვოკალი) და ტოპერ ჰიდონი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). ჰიდონმა ჯგუფი დატოვა 1982 წელს, ერთი წლის შემდეგ კი შიდა უთანხმოების გამო ჯონსიც წავიდა. ჯგუფმა განაგრძო არსებობა ახალი წევრებით, მაგრამ 1986 წელს საბოლოოდ დაიშალა.

The Clash-მა ბრიტანეთში კომერციულ წარმატებას მიაღწია პირველივე ალბომით The Clash. მესამე ალბომმა London Calling, რომელიც 1979 წელს გამოვიდა, ჯგუფს მოუტანა პოპულარობა აშშ-ში. ჟურნალმა Rolling Stone London Calling დაასახელა 80-იანი წლების საუკეთესო ალბომად.[1]

ჯგუფის პოლიტიზირებულმა ტექსტებმა, მუსიკალურმა ექსპერიმენტებმა და მეამბოხე პოზიციამ დიდი გავლენა მოახდინა როკ მუსიკაზე, განსაკუთრებით ალტერნატიულ როკზე. 2003 წელს The Clash შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2004 წელს როლინგ სტოუნმა ჯგუფს 30-ე ადგილი მიანიჭა ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებლის სიაში.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Clash star Strummer dies (STM). Entertainment. BBC News World Edition (27 December 2002). წაკითხვის თარიღი: 20 November 2007.
  2. The Clash by The Edge. Rolling Stone Issue 946 (15 April 2004).


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Clash&oldid=2767191“-დან