How to Dismantle an Atomic Bomb

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
How to Dismantle an Atomic Bomb
სტუდიური ალბომი - U2
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი, 2004
ჩაწერის თარიღი ნოემბერი 2003 - აგვისტო 2004
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 48:46
ლეიბლი Island
Interscope (აშშ)
პროდიუსერი სტივ ლილიუაიტი, კრის ტომასი, ჯეკნაიფ ლი, ნელი ჰუპერი, Flood, დენიელ ლანუა, ბრაიან ინოუ, კარლ გლენვილი
U2 - ქრონოლოგია
All That You Can't Leave Behind
(2000)
How to Dismantle an Atomic Bomb
(2004)
No Line on the Horizon
(2009)
სინგლები ალბომიდან How to Dismantle an Atomic Bomb
  1. Vertigo
    გამოვიდა: 8 ნოემბერი 2004
  2. All Because of You
    გამოვიდა: 8 თებერვალი 2005
  3. Sometimes You Can't Make It on Your Own
    გამოვიდა: 14 თებერვალი 2005
  4. City of Blinding Lights
    გამოვიდა: 6 ივნისი 2005
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic (79/100)
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
Blender 4/5 stars[2]
Chicago Sun-Times 1.5/4 stars[3]
Entertainment Weekly (B)[4]
The Guardian 4/5 stars[5]
Hot Press (8.5/10)[6]
Los Angeles Times 4/4 stars[7]
NME (9/10)[8]
Pitchfork Media (6.9/10)[9]
Q 4/5 stars[10]
Rolling Stone 4/5 stars[11]

How to Dismantle an Atomic Bomb — ჯგუფ U2-ს მეთერთმეტი სტუდიური ალბომი. ისევე როგორც წინა დისკი, 2000 წლის All That You Can't Leave Behind, ეს ალბომიც კომერციულად წარმატებული იყო, ორიენტირებული იყო როკის ტრადიციულ საფუძვლებზე. განსაკუთრებით ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 90-იანი წლების ელექტრონული და ალტერნატიული მუსიკის ექსპერიმენტების შემდეგ. ალბომის პროდიუსერია სტივ ლილიუაიტი, მაგრამ პროდიუსერის სკამს მისი ჩაწერის მსვლელობისას ჯგუფთან წარსულში ნამუშევარი სხვა პროდიუსერებიც იკავებდნენ.

ბონოს თქმით, ეს არის ”ჯგუფის პირველი როკ ალბომი”. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კონცეპტუალური დისკი, თემები მაინც ტრიალებს სიყვარულისა და ომის, მშვიდობისა და ჰარმონიის ირგვლივ.

ალბომმა How to Dismantle an Atomic Bomb და მისმა სინგლებმა მიიღეს 8 გრემი, ყველა იმ კატეგორიაში, რომელშიც ეს ნამუშევრები წარდგენილი იყო. დისკი გაიყიდა 10 მილიონი ასლის ოდენობით.

ისტორია[რედაქტირება]

2003 წელს ბონომ ახსენა, რომ ერთ-ერთ ახალ სიმღერას ეწოდება Full Metal Jacket, რომელიც ”ყველა როკ სიმღერის დედაა” და ”ახალი ალბომის ჩაწერის საბაბიც”. ეს სიმღერა იყო Vertigo.

ალბომის დემო ვერსიამ, რომელიც ეჯის საკუთრება იყო, მოპარული იქნა საფრანგეთში, 2004 წლის ივლისში. თუმცა, მასში მოქცეული დემო-ვერსიები საკმაოდ დაუსრულებელ სახეს ატარებდნენ. ჯგუფის განცხადებით, ისინი გამოსცემდნენ ამ ალბომს, თუკი იგი გაჟონავდა ინტერნეტში. რამდენიმე თვის შემდეგ ალბომმა თავად გაჟონა ინტერნეტში, მაგრამ ეს უკვე იყო დასრულებული ვარიანტი და არა - ეჯის მოპარული დისკი.

ადამ კლეიტონის თქმით, ეს ალბომი ”საგიტარო ალბომია”. სიმღერის უმრავლესობა, მისივე მტკიცებით, ჯგუფის ძველ მასალასთან უფრო არის ახლოს.

2004 წლის ბოლოს ინტერნეტში მოხვდა Mercy, ალბომის ჩაწერიდან დარჩენილი სიმღერა.

ალბომის გამოცემას მოჰყვა წარმატებული ტური Vertigo Tour.

ტური[რედაქტირება]

საკონცერტო ტური Elevation დაიწყო 2001 წლის 24 მარტს და დასრულდა იმავე წლის 2 დეკემბერს. მთლიანად იგი შედგებოდა სამი ეტაპისგან და შეიცავდა 113 კონცერტს. ამან ჯგუფს მოუტანა 110 მილიონი დოლარი. სხვადასხვა ქალაქში U2 რამდენიმე კონცერტს მართავდა.

ყდა[რედაქტირება]

ალბომის გაფორმებაში გამოყენებულია აეროპორტის ფოტოსურათები. ისინი შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში (პარიზი) გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა ანტონ კორბეინმა. მუსიკალური ვიდეოს Beautiful Day მცირე ნაწილი სწორედ აქ იქნა გადაღებული.

სიმღერების სია[რედაქტირება]

მუსიკის ავტორი — U2.

# სახელწოდება ტექსტის ავტორ(ებ)ი პროდიუსერი ხანგრძლივობა
1. Vertigo   ბონო და The Edge სტივ ლილიუაიტი 3:11
2. Miracle Drug   ბონო და The Edge ლილიუაიტი 3:54
3. Sometimes You Can't Make It on Your Own   ბონო კრის თომასი 5:08
4. Love and Peace or Else   ბონო და The Edge ბრაიან ინოუ, დენიელ ლანუა 4:48
5. City of Blinding Lights   ბონო Flood 5:47
6. All Because of You   ბონო ლილიუაიტი 3:34
7. A Man and a Woman   ბონო ჯეკნაიფ ლი 4:30
8. Crumbs from Your Table   ბონო ლილიუაიტი 5:03
9. One Step Closer   ბონო თომასი, ლანუა 3:48
10. Original of the Species   ბონო ლილიუაიტი 4:41
11. Yahweh   ბონო და The Edge თომასი 4:22
სრული ხანგრძლივობა:
48:46
ბრიტანული და იაპონური გამოცემის დამატებები
# სახელწოდება ტექსტის ავტორ(ებ)ი პროდიუსერი ხანგრძლივობა
12. Fast Cars   ბონო და The Edge ლილიუაიტი 3:44
სრული ხანგრძლივობა:
52:30

Fast Cars წარმოადგენს დამატებით სიმღერას იაპონურ, გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიურ გამოცემებში. სინგლში All Because of You შეტანილია მისი განსხვავებული ვერსია.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. How to Dismantle an Atomic Bomb – U2. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2009-11-21.
  2. Powers, Ann. How to Dismantle an Atomic Bomb. Blender. წაკითხვის თარიღი: 2009-11-21.
  3. DeRogatis, Jim. “Atomic Dog“, 2004-11-22. 
  4. Browne, David (2004-11-26). „Music Reviews: How to Dismantle an Atomic Bomb“. Entertainment Weekly (794). წაკითხვის თარიღი: 2010-12-28. 
  5. Petridis, Alexis (2004-11-19). U2, How to Dismantle an Atomic Bomb. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 2009-11-21.
  6. Murphy, Peter (2004-11-04). „Review: How to Dismantle an Atomic Bomb“. Hot Press. 
  7. Hilburn, Robert. “U2's spirit is still on an upward drive“, 2004-11-21. წაკითხვის თარიღი: 2010-12-28. 
  8. Martin, Dan (2004-11-13). „How to Dismantle an Atomic Bomb“. 
  9. Petrusich, Amanda. How to Dismantle an Atomic Bomb. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 2011-03-20.
  10. (2004-12) „U2: How to Dismantle an Atomic Bomb“. Q. 
  11. Sheffield, Rob (2004-12-09). „Music Reviews: How to Dismantle an Atomic Bomb“. Rolling Stone (963). წაკითხვის თარიღი: 2010-12-28. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]