ბეტმენი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტმენი

კომიქსის ბეტმენი #608 (ოქტ. 2002).
მხატვრები - ჯიმ ლი და სკოტ უილიამსი.
ისტორია
გამომცემელი დისი კომიქსი
დებიუტი დეტექტივური კომიქსები #27
(მაისი 1939)
ავტორ(ებ)ი ბობ კეინი
ბილ ფინგერი
დახასიათება
სრული სახელი ბრიუს უეინი
მოკავშირეები რობინი

ბეტმენი (ინგლ. ადამიანი-ღამურა, ორიგინალური სახელი იყო the Bat-Man და დღემდე ნახსენებია ხოლმე, როგორც the Batman) არის ბეტმენის კომიქსების პერსონაჟი, რომელიც შექმნეს მხატვარმა ბობ კეინმა და სცენარისტმა ბილ ფინგერმა. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა სერიის დეტექტივური კომიქსები 27-ე ნომერში (1939 წლის მაისი).

ბეტმენის ვინაობა ცნობილია - ეს არის ბრიუს უეინი, მდიდარი ინდუსტრიალისტი, პლეიბოი და ქველმოქმედი. ბავშვობაში უეინის თვალების წინ მოკლეს მშობლები და მან გადაწყვიტა კრიმინალს შერკინებოდა[1]. ბეტმენი ცხოვრობს და მოქმედებს მოგონილ ამერიკულ ქალაქში გოტემ სიტიში. მას ეხმარება რამდენიმე პერსონაჟი — მაგალითად, რობინი და მისი მოსამსახურე, ალფრედ პენიუორტი. ბეტმენი ებრძვის ჩვეულებრივ კრიმინალებს და განსხვავებულ ბოროტმოქმედებს, როგორიც არის ჯოკერი. ბევრი სუპერგმირისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია სუპერძალა, იგი ავლენს ინტელექტს, გამოძიების ნიჭს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კარგად ცოდნას და ფიზიკურ ძალებს.

ბეტმენი პირველი გამოჩენიდან იქცა პოპულარულ პერსონაჟად და 1940 წლიდან გამოდის მისი თავგადასავლების ამსახველი კომიქსი, ბეტმენი. მოგვიანებით, 1960-იან წლებში გამოჩნდა ტელესერიალი ბეტმენი. 1986 წელს იგი კვლავ გამოჩნდა კომიქსების მინისერიაში ბეტმენი:ბნელი რაინდის დაბრუნება, რომელიც შექმნა მხატვარმა ფრენკ მილერი. ტიმ ბარტონის მიერ 1989 წელს გადაღებული იქნა ფილმი ბეტმენი, რომელმაც კვლავ გააღვიძა ინტერესი ბეტმენის მიმართ. საერთო ჯამში, ბეტმენის ინსცენირება და ადაპტაცია შედგა სხვადასხვა მედია-საშუალებით, როგორიც არის ტელევიზია და რადიო. ბეტმენი რჩება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად.

[რედაქტირება] შექმნა

1938 წელს, სუპერმენის გამოცემაში Action Comics წარმატებამ მის ავტორებს დაანახა, რომ საჭიროა მეტი სუპერგმირის გამოჩენა. ამის პასუხად, ბობ კეინმა შექმნა პერსონაჟი ”ბეტმენი”[2]. ბილ ფინგერი იხსენებს:

...კეინს ჰქონდა ახალი პერსონაჟის, ბეტმენის იდეა, და მას სურდა რომ მე მენახა ჩანახატები. მე მივედი კეინთან და მან დამიხატა პერსონაჟი, რომელიც ჰგავდა სუპერმენს...წითელი ტანსაცმლით, როგორც მახსოვს, ჩექმებში...ხელთათმანები არ ჰქონდა...სახეზე ჰქონდა დომინოს ფერების ნიღაბი, რომელიც დამაგრებული იყო თოკით. მას ჰქონდა ორი მოუქნელი ფრთა, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც ღამურის ფრთები. უფრო ქვევით კი იყო დიდი ნიშანი - ბეტმენი.[3]

ფინგერის შემოთავაზებით, პერსონაჟმა უბრალოდ ნიღბის მაგივრად მიიღო კაპიშონი, ფრთების მაგივრად - მოსასხამი, კოსტიუმს მოსცილდა წითელი ფერები.[4][5]ფინგერის თქმით, სახელი ბრიუს უეინი რობერტ ბრიუსის, შოტლანდიელი პატრიოტის გავლენით იქნა გამოყენებული. უეინი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით პლეიბოი იყო, დიდი მამულის მფლობელი არის. მის პროტოტიპად იქცა ენტონი უეინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კოლონიალიზმთან.[6]

ბეტმენის პიროვნების, პერსონაჟის ისტორიის, ვიზუალური დიზაინისა და აქსესუარების ესა თუ ის ასპექტი 1930-იანი წლების კულტურის შთაგონებით შეიქმნა.[7] გამოყენებული იქნა როგორც ფილმების, გაზეთების და კომიქსების სტილი, ასევე კეინის პირადი წარსულიც. კეინი აღნიშნავდა, რომ ზოროს ნიღბის (1920) და ღამურის ჩურჩულის (1930) დამსახურებაა ბეტმენის პიროვნების ჩამოყალიბებაში, ხოლო ფინგერისათვის გავლენის წყაროდ ლიტერატული პერსონაჟები იქცნენ - დოკ სავაჟი, აჩრდილი და შერლოკ ჰოლმსი - როგორც ეტყობა, ბრიუს უეინმა მათგან მემკვიდრეობით მიიღო ანალიზისა და მეცნიერული აზროვნების თვისებები.[8]

თავის 1989 წლის ავტობიოგრაფიაში კეინი დეტალებში განიხილავს ფინგერის წვლილს ბეტმენის შექმნაში:

ერთ დღეს ბილს დავურეკე და ვუთხარი, ’მე ახალი პერსონაჟი, ბეტმენი მოვიგონე და რამდენიმე უხეში, უბრალოდ ჩანახატი გავაკეთე, რომელიც მინდა, გაჩვენო’. იგი მოვიდა და ვუჩვენე ნახატები. მაშინ პერსონაჟს პატარა დომინოს ფაქტურის მქონე ნიღაბი ჰქონდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა რობინს. ბილმა მითხრა ’რატომ არ გავაკეთოთ ისე, რომ იგი გამოიყურებოდეს, როგორც ღამურა? დავახუროთ თავსაბურავი, გავუქროთ თვალები და უბრალოდ სიცარიელე დავტოვოთ, რათა იგი უფრო იდუმალი იყოს.’. იმ ეტაპზე ბეტმენს წითელი კოსტიუმი ჰქონდა, ხოლო ფრთები, ტრუსი და ნიღაბი შავი იყო. მე ვიფიქრე, რომ წითელი და შავი კარგი კომბინაცია იქნება. ბილმა თქვა, რომ კოსტიუმი მეტად ღია ფერის არის: ’რუხ ფრად შეღებე, რათა იგი უფრო აღსაქმელი იყო’. მოსასხამი გამოიყურებოდა, როგორც ორი მოუქნელი ფრთა, რომელიც მიმაგრებულია მის ხელებზე. საუბრისას მე და ბილმა გამოვარკვიეთ, რომ ეს ფრთები ფრენისას უფრო ვეებერთელა იქნებოდა და შევცვალეთ ისინი მოსასხამით, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც ღამურის ფრთები, როდესაც პერსონაჟი იბრძოდა ან ჩამოკიდებული იყო თოკზე. მას მაშინ არც ხელთათმანები ჰქონდა, ასე რომ დავამატეთ ისინიც, რათა ანაბეჭდები არსად დაეტოვებინა.[9]

კეინმა საკუთარი ავტორობა გაცვალა კომიქსში თავისი თავის ავტორად ხსენებაზე, თუმცა იქ არ ეწერა, რომ ”ბეტმენი შექმნა ბობ კეინმა”. მისი სახელი უბრალოდ ეწერა ყოველი ისტორიის პირველ გვერდზე. სახელი კომიქსებიდან გაქრა 1960-იან წლებში და მას ჩაენაცვლა კონკრეტული ისტორიის მხატვრისა და სცენარისტის სახელ-გვარები. 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც ჯერი სიგელმა და ჯო შუსტერმა მიიღეს ყველა უფლება სუპერმენის გავრცელებაზე, ბეტმენის კომიქსებში უკვე ეწერა ”შექმნილია ბობ კეინის მიერ”.

ფინგერს იგივე სტატუსი არ მიენიჭა. იგი დისი კომიქსის სხვა კომიქსებზეც მუშაობდა. თუმცა, 1960-იან წლებში, ბეტმენის 169-ე ნომრიდან (თებერვალი, 1965) მოყოლებული, მაგალითად, ჯულიუს შვარცი მას ახსენებს, როგორც პერსონაჟ გამოცანის ავტორს - ეს ბეტმენის ერთ-ერთი მტერი იყო. ამასთან, კონკტრაქტის მიხედვით, ფინგერი უბრალოდ დარჩა ნახსენები ერთადერთ გვერდზე. კეინი იხსენებდა, რომ ბილი გულგატეხილი იყო სრულყოფილების ნაკლებობით თავის კარიერაში. იგი გრძნობდა, რომ მან ბოლომდე არ გამოიყენა თავისი კრეატიული პოტენციალი და წარმატებამ მას გვერდი აუარა.[6] 1974 წელს, ფინგერის გარდაცვალების შემდეგაც კი დისი კომიქსი არ ახსენებდა მას, როგორც ბეტმენის თანაავტორს.

ჯერი რობინსონი, რომელიც ასევე მუშაობდა ფინგერთან და კეინთან ერთად, აკრიტიკებდა კეინს იმის გამო, რომ მან არ გაიზიარა ავტორობა. რობინსონი იხსენებდა, რომ ფინგერი აღშფოთდა თავისი პოზიციის გამო. 2005 წლის ინტერვიუში გამოცემასთან კომიქსების ჟურნალი ვკითხულობთ:

ბობმა იგი ნაკლებად დაცულად აქცია, რადგანაც ბეტმენზე მუშაობისას იგი არაფერს იღებდა კეინის მიერ მიღებული ფულიდან, სწორედ ამიტომაც იგი აპირებდა კეინის მმართველობისგან წასვლას

Bob made him more insecure, because while he slaved working on Batman, he wasn't sharing in any of the glory or the money that Bob began to make, which is why... [he was] going to leave [Kane's employ]. ... [Kane] should have credited Bill as co-creator, because I know; I was there. ... That was one thing I would never forgive Bob for, was not to take care of Bill or recognize his vital role in the creation of Batman. As with Siegel and Shuster, it should have been the same, the same co-creator credit in the strip, writer and artist.[10]

Although Kane initially rebutted Finger's claims at having created the character, writing in a 1965 open letter to fans that "it seemed to me that Bill Finger has given out the impression that he and not myself created the ''Batman, t' [sic] as well as Robin and all the other leading villains and characters. This statement is fraudulent and entirely untrue." Kane himself also commented on Finger's lack of credit. "The trouble with being a 'ghost' writer or artist is that you must remain rather anonymously without 'credit'. However, if one wants the 'credit', then one has to cease being a 'ghost' or follower and become a leader or innovator".[11]

In 1989, Kane revisited Finger's situation, recalling in an interview,

In those days it was like, one artist and he had his name over it [the comic strip] — the policy of DC in the comic books was, if you can't write it, obtain other writers, but their names would never appear on the comic book in the finished version. So Bill never asked me for it [the byline] and I never volunteered — I guess my ego at that time. And I felt badly, really, when he [Finger] died.[12]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Beatty, Scott (2008), "Batman", in Dougall, Alastair, The DC Comics Encyclopedia, London: Dorling Kindersley, pp. 40-44, ISBN 0-7566-4119-5 
  2. Daniels, Les. Batman: The Complete History. Chronicle Books, 1999. ISBN 0-8118-4232-0, pg. 18
  3. Steranko, Jim. The Steranko History of Comics 1. Reading, PA: Supergraphics, 1970. (ISBN 0-517-50188-0)
  4. Daniels (1999), pg. 21, 23
  5. Havholm, Peter; Sandifer, Philip (Autumn 2003). "Corporate Authorship: A Response to Jerome Christensen". Critical Inquiry 30 (1): 192. DOI:10.1086/380810. ISSN 00931896. 
  6. 6.0 6.1 Kane, Andrae, p. 44
  7. Daniels, Les. DC Comics: A Celebration of the World's Favorite Comic Book Heroes. New York: Billboard Books/Watson-Guptill Publications, 2003, ISBN 0-8230-7919-8, pg. 23
  8. Boichel, Bill. "Batman: Commodity as Myth." The Many Lives of the Batman: Critical Approaches to a Superhero and His Media. Routledge: London, 1991. ISBN 0-85170-276-7, pg. 6–7
  9. Kane, Andrae, p. 41
  10. Groth, Gary (October 2005). "Jerry Robinson". The Comics Journal 1 (271): 80–81. ISSN 0194-7869. Retrieved on 2007-11-18. 
  11. Comic Book Artist 3. Winter 1999. TwoMorrows Publishing
  12. "Comic Book Interview Super Special: Batman" Fictioneer Press, 1989

პირადი ხელსაწყოები