Green Day

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრინ დეი)
Green Day

კონცერტზე, 2015 წელს
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი პანკ-როკი, პოპ-როკი, ალტერნატიული როკი
აქტიური 1987 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Lookout!, Reprise
წევრები ბილი ჯო არმსტრონგი
მაიკ დერნეტი
ტრე კული
ჯეისონ უაიტი
ყოფილი წევრები ჯონ კიფმაიერი
საიტი greenday.com
Green Day ვიკისაწყობში

Green Day — ამერიკული პანკ-როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1987 წელს. მისი წევრები არიან ბილი ჯო არმსტრონგი (ვოკალი, გიტარა), მაიკ დერნტი (ბას გიტარა, ვოკალი) და ტრე კული (დასარტყმელი საკრავები).

Green Day-ს ალბომებმა Insomniac, Nimrod და Warning ვერ მიაღწიეს ისეთ მასიურ წარმატებას როგორც Dookie-მ, მაგრამ ორმაგი პლატინა მიიღეს, ისევე როგორც ოქროს სტატუსები. Green Day-ს 2004 წლის როკ ოპერამ American Idiot ჯგუფს პოპულარობა მსმენელთა ახალ თაობაში მოუტანა. ამ ალბომის 7 მილიონი ასლი გაიყიდა ამერიკაში, ხოლო 28 მილიონი - მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 2009 წელს გამოვიდა მათი ახალი ალბომი 21st Century Breakdown, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი აღმოჩნდა - მსოფლიოს მასშტაბით მთლიანად გაიყიდა მისი 20 მილიონი ასლი. 2011 წელს ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი Awesome as Fuck, ტოკიოში გამართული კონცერტის ჩანაწერით. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მისი 13 მილიონი ასლი.

ჯგუფმა დღეისათვის მთლიანობაში გაყიდა 88 მილიონი ჩანაწერი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 34 მილიონს ამერიკაში ითვლის. Green Day-ს მიენიჭა 5 Grammy. ასევე Green Day-ს აქვს MTV-ს ჯილდოების რეკორდული მაჩვენებელი - მათ მოაგროვეს 54 ჯილდო, აქედან 2004 წელს აიღეს 19 ჯილდო. ჯგუფს ასევე მიენიჭა 2 პლატინის ფირფიტა American Idiot-ისთვის. ჟურნალებმა Kerrang!, Spin, და Rolling Stone იგი აღიარეს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ პანკ-როკ ჯგუფად. Green Day-მ გავლენა იქონია პანკ-როკ მუსიკოსთა მომდევნო თაობაზე, რომელშიც შედიოდნენ Blink-182, Sum 41, Simple Plan, Good Charlotte, My Chemical Romance და სხვები.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Green_Day&oldid=4609343“-დან