ოქროსთვალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ოქროსთვალი“ ამ გვერდზე გადმოდის. ფესტივალისთვის იხილეთ ოქროს თვალი.
ოქროსთვალი
რეჟისორი მარტინ კემპბელი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ჯეფრი კეინი
ბრიუს ფეირშტეინი
ნაწარმოები მაიკლ ფრენსი
როლებში პირს ბროსნანი
შონ ბინი
იზაბელა სკორუპკო
ფამკე იანსენი
ჯუდი დენჩი
კომპოზიტორი ერიკ სერა
სიმღერა Goldeneye:
მუსიკა: ბონო, The Edge
ასრულებს ტინა ტერნერი
ოპერატორი ფილ მეიო
მონტაჟი ტერი როულინგსი
კინოსტუდია Eon Productions
დისტრიბუტორი MGM/UA Distribution Company
United International Pictures (ბრიტანეთი)
გამოსვლის თარიღი
  • ნოემბერი 13, 1995 (1995-11-13) (ლოს-ანჯელესი)
  • ნოემბერი 24, 1995 (1995-11-24) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 130 წთ.
ბიუჯეტი 58 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 352.194.034 აშშ დოლარი

ოქროსთვალი (ინგლ. GoldenEye) — რიგით მეჩვიდმეტე ფილმი ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიიდან და რიგით მეორე ფილმი ამ სერიიდან, რომელშიც მონაწილეობს მსახიობი პირს ბროსნანი. ფილმი გამოვიდა 1995 წელს. მისი რეჟისორია მარკ კემპბელი. ბონდის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, იგი არ ეფუძნება მწერალ იენ ფლემინგის რომელიმე წიგნს. ამბის ავტორები არიან მაიკლ ფრენსი და სხვა თანაავტორები.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ბონდს ევალება დანაშაულებრივი სინდიკატის შეჩერება, რომელიც ცდილობს სატელიტური იარაღ ოქროსთვალის ლონდონის წინააღმდეგ ფინანსური კრიზისის გამოსაწვევად გამოყენებას.

ფილმი გამოვიდა ბონდიანაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ. ბროსნანთან ერთად ფილმში M-ს [შენიშვნა 1] როლში გამოჩნდა ინგლისელი მსახიობი ჯუდი დენჩიც, რომელიც ამ პერსონაჟს განასახიერებდა „სკაიფოლის“ ჩათვლით.

ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 352.194.034 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მოაგროვა - ბევრად მეტი, ვიდრე დალტონის ბონდის შემთხვევაში. ბევრმა კრიტიკოსმა გამოხატა ვარაუდი, რომ ოქროსთვალი სერიის გათანამედროვება იყო და ბროსნანიც ბევრად სჯობდა თავის წინამორბედს. ფილმმა ბრიტანული კინოფილმების დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე მიიღო ორი ჯილდო - საუკეთესო მიღწევა სპეციალური ეფექტების სფეროში და საუკეთესო ხმა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

1986 წელს MI6-ის ოფიცრები, ჯეიმზ ბონდი (აგენტი 007) და ალეკ ტრეველიანი (აგენტი 006) შედიან საბჭოთა სამხედრო ბაზაში არხანგელსკში და იქ ყუმბარებს ამონტაჟებენ. ტრეველიანს ბონდის თვალწინ კლავს პოლკოვნიკი არკადი ურუმოვი. ჯეიმზი იტაცებს თვითმფრინავს და ტოვებს ბაზას, რომელიც ამ დროს მთლიანად ფეთქდება.

ცხრა წლის შემდეგ ბონდი ჩადის მონტე-კარლოში, სადაც უთვალთვალებს ქსენია ონატოპს, იანუსის სახელწოდებით ცნობილი კრიმინალური სინდიკატის სავარაუდო წევრი, რომელსაც კანადის სამეფო ადმირალთან ურთიერთობა აქვს. ღამით იგი კლავს ადმირალს. იანუსი მის პირადობას იპარავს. მეორე დღეს ისინი იტაცებენ შვეულმფრენ Eurocopter Tiger-ს, რომელიც ელექტრომაგნიტურ იმპულსებს უძლებს. ამ შვეულმფრენით ისინი ჩადიან სევერნაიაში[შენიშვნა 2], სადაც მთელ პერსონალს ხოცავენ და იპარავენ ორმაგ სატელიტურ იარაღ ოქროსთვალის სამართავ დისკს. ისინი აპროგრამებენ ერთ-ერთ სატელიტს და კომპლექსს ტოვებენ, რის შემდეგაც სატელიტი კომპლესს ელექტრომაგნიტური იმპულსით ანადგურებს. მათ თან მიჰყავთ ერთ-ერთი გადარჩენილი პროგრამისტი, ბორის გრიშენკო. ნატალია სემიონოვა, კიდევ ერთი პროგრამისტი, სანქტ-პეტერბურგში ჩადის და ბორისს უკავშირდება. ისინი ერთ-ერთ ტაძარში ხვდებიან, სადაც მოღალატე ბორისი მის თავს იანუსს გადასცემს.

ლონდონში M ბონდს აძლევს დავალებას, გამოიძიოს კომპლექსზე შეტევის საქმე. ჯეიმზი სანქტ-პეტერბურგში ჩადის და ხვდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერ ჯეკ უეიდს. უკანასკნელი მას სთავაზობს, შეხვდეს ვალენტინ ჟუკოვსკის, რუსული მაფიის ლიდერს და იანუსის საქმიან მეტოქეს. ჟუკოვსკი იანუსს ბონდთან შეხვედრაზე უთანხმდება. ბონდს სასტუმროში ონატოპი აკითხავს და მის მოკვლას ცდილობს, თუმცა ჩხუბისას ბონდი იმარჯვებს და ონატოპი იძულებულია, იანუსთან გაუძღვეს. იანუსი აღმოჩნდება გადარჩენილი ალეკ ტრეველიანი, აფეთქებისგან დამახინჯებული სახით. როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მესამე რეიხის ნაცისტებთან კავშირში მყოფ კაზაკების ერთ-ერთი კლანის შთამომავალი, ტრეველიანი ცდილობს, ბრიტანეთზე შური იძიოს მშობლების დაღუპვის გამო. სანამ ტრეველიან ესვრის, ბონდს ხვდება ისარი ტრანკვილიზატორით და იგი გონებას კარგავს.

ბონდი გონს მოდის და აღმოაჩენს, რომ სემიონოვოსთან ერთად ზის Tiger-ის შვეულმფრენში, რომელიც დაპროგრამებულია თვითგანადგურებისთვის. ორივე კატაპულტირებით ტოვებს შვეულმფრენს, მაგრამ მათ კვლავ იჭერენ და მიჰყავთ სამხედრო არქივებში, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი დიმიტრი მიშკინი ესაუბრება. მას შემდეგ, რაც სემიონოვა უამბობს მეორე სატელიტსა და ურუმოვის სევერნაიას მოვლენებში მონაწილეობაზე, ურუმოვი შემორბის ოთახში და კლავს მინისტრს. ბონდი და სემიონოვა გარბიან. ნატალიას ურუმოვი მაინც იჭერს და თან მიჰყავს. პეტერბურგის ქუჩებში მათ ტანკით მისდევს ბონდი. იგი იპარება იანუსის მატარებელში, რომელშიც ურუმოვი, ონატოპი, სემიონოვა და ტრეველიანი ნატალიასთან ერთად იმყოფებიან და კლავს ურუმოვს. ტრეველიანი და ონატოპი გარბიან და მატარებელი ყველა მხრიდან იხურება. ბონდი ვერ აჩერებს ყუმბარას, რომელიც ტრეველიანმა დატოვა. იგი მატარებლის ძირს Q-ს მიერ მოცემული ლაზერული საათით ჭრის, თუმცა, სანამ ორივე იპარება მოგვიანებით აფეთქებული მატარებლიდან, ნატალია ასწრებს გრიშენკოს სატელიტური სიგნალის საწყისი წერტილის დადგენას. შედეგად სემიონოვა და ბონდი კუბაში გარბიან.

ამჯერად უკვე შეყვარებულების სახით ისინი ხვდებიან ჯეკ უეიდს, რომელიც ბონდის მანქანაში ჯდება და მათ უტოვებს მცირე თვითმფრინავს. კუბის ჯუნგლების დაზვერვისას მათ რაკეტა ხვდება. ჩამოგდებულებს თავს ესხმის ონატოპი, რომელიც შვეულმფრენზე გვარლით არის დამაგრებული. ბონდი ესვრის შვეულმფრენს, რომელიც თან ონატოპს მიათრევს - იგი, ხეზე ჩამოკიდებული, იხრჩობა. ტბა, რომელსაც ბონდმა და სემიონოვამ მანამდე გადაუფრინეს, უეცრად წყლისგან იცლება. იქიდან სატელიტური დანადგარი ამოდის. ორივე შედის სამართავ სადგურზე, რომელსაც ბონდი დანაღმავს. ბონდს იჭერენ. ტრეველიანი მას უამბობს, რომ აპირებს ოქროსთვალით ბრიტანეთში ყველა ჩანაწერის ამოშლას და ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, თუმცა მანამდე ინგლისის ბანკის გაძარცვა აქვს განზრახული.

ამასობაში სემიონოვა აპროგრამებს სატელიტს ისე, რომ იგი ატმოსფეროში დაბრუნდეს და საკუთარი თავი გაანადგუროს. ტრეველიანი სემიონოვას იჭერს და გრიშენკოს უბრძანებს სატელიტის განადგურებას. გრიშენკო, რომელსაც უყვარს კალმით ხელში თამაში, შემთხვევით ბონდის ასაფეთქებელ კალამს იღებს. აფეთქების შემდეგ ბონდი გარბის ანტენისკენ, რომელშიც მილებს ჭედავს, რის გამოც ანტენის მოქმედება ფერხდება. შემდეგ იგი ტრეველიანს ებრძვის. ორივე აღმოჩნდება ანტენის პლატფორმაზე. ბონდი აგდებს ტრეველიანს, მაგრამ უკანასკნელი სიტყვების სათქმელად იჭერს, შემდეგ კი ანტენიდან აგდებს. ანტენის თეფშზე დაცემული ტრეველიანი ჯერ ცოცხალია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთელი სამართავი სადგური ფეთქდება, ისიც იღუპება. გრიშენკო კვდება თხევადი აზოტის გაჟონვის შედეგად. სემიონოვას ანტენასთან მოჰყავს შვეულმფრენი. წყვილი საბოლოოდ ახლოს მდებარე მინდორში ეშვება. იქ მათ ხვდებიან უეიდი და აშშ-ის სამხედრო ძალები.

მუსიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოქროსთვალი (საუნდტრეკი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. ბონდის წინა ფილმებში M მამაკაცი იყო.
  2. გამოგონილი ადგილი ციმბირის ტერიტორიაზე.