5 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
5 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 278-ე დღე (ნაკიან წლებში – 279-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 87 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1582 : გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ეს დღე არ არსებობს ამ წელს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
- 1665 : კიელის უნივერსიტეტი დაარსდა.
- 1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.
- 1793 : საფრანგეთის კონვენტმა მოქმედებაში შემოიღო რევოლუციური კალენდარი, სადაც პირველი წელი იწყებოდა რესპუბლიკის რევოლუციის პირველი დღიდან - 1792 წ. 22 სექტემბერს. წელი 12 თვისაგან შედგებოდა 30 დღე თითოში. დარჩენილი 5 (6) დღე დღესასწაულად გამოცხადდა.
- 1795 : ნაპოლეონმა როიალისტების ვანდემიერის ბუნტის ლიკვიდირება მოახდინა.
- 1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60.000 ადამიანი დაიღუპა.
- 1908 : პრინცი ფერდინანდ I ბულგარეთს დამოუკიდებლად აცხადებს, საკუთარ თავს კი - ბულგარეთის მეფედ.
- 1910 : პორტუგალიაში გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1915 : პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო ბულგარეთი.
- 1921 : ლონდონში დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი, ≈ მწერალთა საზოგადოება.
- 1925 : აშშ-ში გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის პირველი წიგნი.
- 1945 : ჰოლივუდის შავი პარასკევი - ჰოლივუდის სცენურ დეკორატორთა ექვსთვიანი გაფიცვა სისხლიან აურზაურში გადაიზარდა უორნერ ბრაზერსის სტუდიასთან.
- 1947 : პირველი სატელევიზიო გამოსვლა თეთრი სახლიდან გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.
- 1962 : ბითლებმა ბრიტანეთში გამოუშვეს პირველი სინგლი "Love Me Do".
- 1970 : ეგვიპტის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნასერის, ნაცვლად პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ახლო თანამებრძოლი ანვარ სადათი.
- 1986 : ბრიტანეთის გაზეთმა "სანდეი თაიმზმა" გამოააშკარავა ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი.
- 1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0.02 გამოვიდა.
- 2000 : ბელგრადში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადადგა სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამ დემონსტრაციებს ხშირად ბულდოზერის რევოლუციას უწოდებენ.
- 2003 : აჰმად კადიროვი აირჩა ჩეჩნეთის პრეზიდენტად.
- 2009 : ელისაბედ ბლეკბერნი, კეროლ გრაიდერი და ჯეკ შოსტაკი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მათი აღმოჩენისთვის ქრომოსომების დაცვის სისტემაზე ტელომერებითა და ფერმენტი ტელომარაზით.
- 2010 : რუსი ფიზიკოსები ანდრე გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2011 :
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელები საულ პერლმუტერი, ადამ რისი და ბრაიან შმიდტი გახდნენ.
- ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში გახდა დანიელ შეხტმანი, ისრაელი.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1712 : გუარდი, ფრანჩესკო - იტალიელი მხატვარი
- 1713 : დიდრო, დენი - ფრანგი ენციკლოპედისტი და ფილოსოფოსი
- 1781 : ბოლცანო, ბერნარდ - ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი
- 1930 : ჩესტერ არტური - აშშ-ს პოლიტიკოსი
- 1864 : ლიუმიერი, ლუი ჟან - კინემატოგრაფის გამომგონებელი
- 1879 : როუსი, ფრენსის პეიტონი - ამერიკელი პათოლოგი, 1966 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის.
- 1882 : გოდარდი, რობერტი, ამერიკელი მეცნიერი - რაკეტამშენებლობის პიონერი. 1926 წლის მარტში წრმატებულად გაუშვა პირველი რაკეტა თხევად საწვავზე
- 1890 : ედშმიდ, კაზიმირი (შმიდ, ედუარდი), გერმანელი მწერალი, ექსპრეციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი.
- 1896 : ანჯაფარიძე, ვერა (ვერიკო), ქართველი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), სოციალისტური შრომის გმირი.
- 1902 : კროკი, რეიმონდ ალბერტ (რეი კროკი), ამერიკელი რესტორატორი, McDonald′s-ის ქსელის შემქმნელი.
- 1908 : ჟაროკოვი, ტაირ - ყაზახი პოეტი
- 1936 : ჰაველი, ვაცლავ - ჩეხოსლოვაკიისა (1989-1992) და ჩეხეთის (1993-2003) პრეზიდენტი
- 1938 : ჯო დასენი - ფრანგი მომღერალი
- 1975 : კეიტ უინსლეტი - ბრიტანელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 578 : იუსტინე II - ბიზანტიის იმპერატორი
- 1056 : ჰაინრიხ III - გერმანიის მეფე (დ.1017)
- 1214 : ალფონსო VIII - კასტილიის მეფე
- 1285 : ფილიპ III - საფრანგეთის მეფე (დ.1245)
- 1714 : კაიბარა ეკიკენი - იაპონელი ფილოსოფოსი
- 1763 : ავგუსტ III - პოლონეთის მეფე და ზახსენის კურფურსტი
- 1791 : პოტიომკინი, გრიგორი - რუსი სახელმწიფო მოღვაწე
- 1805 : კორნუოლისი, ჩარლზ - ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
- 1871 : აფანასიევი, ალექსანდრე - რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი
- 1880 : ოფენბახი, ჟაკ (ებერსტი, იაკობ), ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერეტის ჟანრის შემქმნელი.
- 1918 : გაროსი, როლან, ფრანგი მფრინავი, პირველმა გადაფრინა ხმელთაშუა ზღვა, მისი სახელისაა ჩოგბურთის კორტი სტადიონი პარიზში.
- 1989 : გრიგულისი, არვიდს, ლატვიის სახალხო მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
- 2004 : უილკინსი, მორის ჰიუ, ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
- 2011 : სტივ ჯობსი, ამერიკელი გამომგონებელი. ეფლის თანადამფუძნებელი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- პორტუგალია : რესპუბლიკის დღე
- მსოფლიო მასწავლებელთა დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |