პარასკევა სერბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პარასკევა სერბი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ოქტომბერი, ახალი სტილით - 27 ოქტომბერი.
ცხოვრება [რედაქტირება]
ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულის გული შეუძრა სახარების სიტყვებმა:
|
„„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).“
|
ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ პარასკევა მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმინდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმინდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
სტატიის