6 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
6 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 279-ე დღე (ნაკიან წლებში — 280-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 86 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- ძვ. წ. 105 : არაუსიოს ბრძოლა — კიმბრის ტომის მოიერიშეებმა გნეუს მალიუს მაქსიმუსს უდიდესი დამარცხება აწვნიეს.
- ძვ. წ. 68 : არტაშატის ბრძოლა — ლუკულუსი ამარცხებს სომხეთის მეფე ტიგრან დიდს.
- 1888 : პარიზში კაბარე „მელან-რუჟი“ გაიხსნა.
- 1889 : თომას ედისონი პირველი მოძრავი სურათის დემონსტრაციას ახდენს.
- 1908 : ავსტრიის მიერ ანექსირებულ იქნა ბოსნია და ჰერცეგოვინა.
- 1921 : დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი.
- 1927 : ნიუ-იორკში პირველი ხმოვანი ფილმის „ჯაზის მომღერალი“ პრემიერა გაიმართა.
- 1928 : ჩიან კაი-შეკი ჩინეთის რესპუბლიკის ბელადი ხდება.
- 1948 : აშხაბადში 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
- 1966 : LSD აშშ-ში არალეგალურად გამოცხადდა.
- 1973 : იომ-კიპურის ომი — ეგვიპტე ისრაელს დაესხა თავს.
- 1975 : საფეხბურთო კლუბი დინამო (კიევი) ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა.
- 1976 : ბანკოკში თამასატის უნივერსიტეტთან ტაილანდის დიქტატორის დაბრუნების პროტესტის ნიშნად თავშეყრილი სტუდენტები ჩახოცეს.
- 1981 : მოკლეს ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი.
- 2000 : იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გადადგა.
- 2008 : ლუკ მონტანიე და ფრანსუაზ ბარე-სინუსი, რომლებმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინეს, და ჰარალდ ცურ ჰაუზენი, რომელმაც ქალებში კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომას ვირუსი აღმოაჩინა, მედიცინის დარგში 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 2009 :
- სატურნის გარშემო მასზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო ვრცელი ფებეს რგოლი აღმოაჩინეს.
- ჩარლზ კაო, მისი ნამუშევრისთვის ოპტიკურ ბოჭკოებზე, ასევე უილარდ ბოილი და ჯორჯ სმიტი, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- ჰილარი მანტელის „მგლების ციხე“ 2009 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2010 : ამერიკელ რიჩარდ ჰეკს და იაპონელებს, ეიიჩი ნეგიშისა და აკირა სუძუკის ნობელის პრემია ქიმიის დარგში მიენიჭათ.
- 2011 :
- Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
- ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში გახდა ტომას ტრანსტრომერი, შვედეთი.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1289 : ვენზელ III - ბოჰემიის მეფე
- 1459 : ბეჰაიმი, მარტინ - გერმანელი გეოგრაფი
- 1773 : ლუი-ფილიპი - საფრანგეთის მეფე (გ.1850)
- 1808 : ფრიდრიხ VII - დანიის მეფე
- 1831 : დედეკინდი, რიხარდ იულიუს ვილჰელმ - გერმანელი მათემატიკოსი
- 1887 : ლე კორბუზიე, შარლ ედუარ - შვეიცარიელი არქიტექტი
- 1888 : ლი დაჩჯაო - ჩინური კომუნისტური პარტიის ერთერთი დამფუძნებელი
- 1897 : ლამპრეხტი, გერჰარდ - გერმანელი კინორეჟისორი
- 1900 : ანჯაფარიძე, ვერიკო - ქართველი მსახიობი
- 1914 : ჰეიერდალი, ტურ - ნორვეგიელი მოგზაური
- 1923 : ავალიანი, ლავრენტი - საბჭოთა კავშირის გმირი
- 1930 : ალ-ასადი, ჰაფეზ - სირიის პრეზიდენტი 1971-2000 (გ.2000)
- 1952 : გუსინსკი, ვლადიმერ - რუსი მედიამაგნატი
- 1972 : შვარცერი, მარკ - ავსტრალიელი ფეხბურთელი
- 1981 : ხიზანიშვილი, ზურაბ - ქართველი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 23 : ვან მანი - ჩინეთის იმპერატორი
- 877 : კარლოს II - ფრანკთა მეფე
- 1014 : სამუელი - ბულგარეთის მეფე
- 1214 : ალფონსო VIII - კასტილიის მეფე
- 1413 : დავიტ I - ეთიოპიის იმპერატორი
- 1517 : ფრა ბარტოლომეო - იტალიელი მხატვარი
- 1536 : თინდეილი, ვილიამ - ბიბლიის ინგლისურად მთარგმნელი
- 1661 : გურუ ჰარ რაი - სიქხების გურუ
- 1892 : ტენისონი, ალფრედ ლორდ - ბრიტანელი პოეტი (დ.1809)
- 1933 : ფალიაშვილი, ზაქარია - ქართველი კომპოზიტორი
- 1981 : სადათი, ანვარ - ეგვიპტის პრეზიდენტი 1970-1981 (დ.1918)
- 1998 : ბიკოვი, როლან - რუსი მსახიობი
- 2011 :
- ოთარ რამიშვილი - ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი
- სტივ ჯობსი - Apple-ის თანადამფუძნებელი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
- ქსანთიპა და პოლიქსენია
- ირიადა ქალწული
- წმინდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე
- აგრეთვე:
- გერმანია-ამერიკის დღე
- ეგვიპტე : ეროვნული დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |