ლუის ველეს დე გევერა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლუის ველეს დე გევერა (ესპ. Luís Vélez de Guevara; დ. 1 აგვისტო, 1579 – გ. 10 ნოემბერი, 1644) – ესპანეთის კლასიკური ლიტერატურის ხანის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. იგი სერვანტესის უმცროსი მეგობარი იყო.
დაწერილი აქვს 400 დრამა და კომედია, რომლებიც თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ მისი შემოქმედების მწვერვალი საქვეყნოდ ცნობილი იუმორით აღსავსე ნოველა „კოჭლის ეშმაკია“, რომელიც მადრიდში პირველად 1641 წელს დაიბეჭდა, ავტორის სიკვდილამდე 3 წლით ადრე.
სტატიის