MTV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ემ-ტი-ვი)
MTV-ს ლოგო

MTV, წარსულში Music Television (ქართ. მუსიკალური ტელევიზია) — ამერიკული საკაბელო სატელევიზიო ქსელი, რომელიც ნიუ-იორკიდან მაუწყებლობს. დაარსებულია 1981 წლის 1 აგვისტოს.

მისი თავდაპირველი მიზანი იყო მუსიკალური ვიდეოების მაუწყებლობა. დღეს, MTV ორიენტირებულია მრავალფეროვან მუსიკაზე, პოპ კულტურაზე, ახალგაზრდულ კულტურაზე და რეალითი ჟანრის გადაცემებზე, რომლებიც მოზარდებზე და ახალგაზრდა მაყურებელზეა გათვლილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MTV&oldid=4249200“-დან