9 აგვისტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აგვისტო | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
| 2013 | ||||||
9 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 221-ე დღე (ნაკიან წლებში – 222-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 144 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- ძვ. წ. 48 : ფარსალოსის ბრძოლაში კეისარი ამარცხებს პომპეუსს, რის გამოც ეს უკანასკნელი ეგვიპტეში გარბის.
- 378 : ადრიანოპოლის ბრძოლაში რომაელებმა ვესტგუთებთან სასტიკი დამარცხება განიცადეს. მისი ჯარის 2/3-თან ერთად დაიღუპა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ვალენტი.
- 681 : ბულგარეთის სახანო დაარსდა დუნაის სამხრეთ სანაპიროზე, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე IV-ის არმიის დამარცხების შემდეგ.
- 1173 : დაიწყო პიზის კოშკის მშენებლობა, რამაც ორ საუკუნეს გასტანა.
- 1483 : სიქსტეს კაპელა გაიხსნა.
- 1578 : ჩილდირის ბრძოლა.
- 1841 : აჯანყებული გურულები ამარცხებენ რუსეთის ჯარს გოგორეთის ბრძოლაში.
- 1892 : თომას ედისონი აპატენტებს ორმხრივ ტელეგრაფს.
- 1902 : დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა ედუარდ VII.
- 1942 : ბომბეიში ბრიტანეთის ძალებმა დააპატიმრეს ინდოეთის სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი, რამაც დასაბამი დაუდო Quit India Movement.
- 1945 : აშშ-ს საბრძოლო თვითვმფრინავმა იაპონიის ქ. ნაგასაკში ჩამოაგდო ატომური ბომბი, კოდური სახელწოდებით "Fat Man" (სქელი კაცი). მის აფეთქებას დაახლოებით 80.000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- 1965 : სინგაპური ახლად დაარსებულ მალაიზიის ფედერაციას გამოეყო.
- 1974 : რიჩარდ ნიქსონი ამერიკის პირველი გადამდგარი პრეზიდენტი გახდა; მის პოსტს ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იკავებს.
- 1999 : რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მეოთხედ ითხოვს მთელს მინისტრთა კაბინეტს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ნაკლებად ცნობილი ვლადიმირ პუტინი ინიშნება.
- 2007 : ევროპის ცენტრალურმა ბანკმა €150 მილიარდზე მეტი შეიტანა ევროპის საფინანსო სისტემაში აშშ-ის იპოთეკურ ბაზრებზე შექმნილი კრიზისის გამო მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქციების მასიური ვარდნის ფონზე.
- 2010 : პოლ კაგამე მეორე ვადით აირჩიეს რუანდის პრეზიდენტად.
- 2011 : ინგლისში მიმდინარე ძალადობისა და არეულობების ტალღამ ლონდონისა და ბირმინგემის გარდა ლივერპულიც მოიცვა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1648 : ბახი, იოჰან მიხაელ - გერმანელი კომპოზიტორი
- 1653 : ოლდჰემი, ჯონ - ინგლისელი პოეტი
- 1722 : ავგუსტუს ვილიამი - პრუსიის პრინცი
- 1776 : ავოგადრო, ამედეო - იტალიელი მეცნიერი (გ.1856)
- 1827 : კიზი, დანიელ - ამერიკელი მწერალი
- 1871 : ანდრეევი, ლეონიდ - რუსი მწერალი
- 1896 : ვიგოცკი, ლევ - რუსი ფსიქოლოგი
- 1896 : ჰუკელი, ერიხ - გერმანელი ფიზიკოსი
- 1909 : გიგინეიშვილი, ივანე - ქართველი ენათმეცნიერი.
- 1914 : იანსონი, ტოვე - შვედი მწერალი (გ.2001)
- 1933 : კუროიანაგი, ტეცუკო - იაპონელი საბავშვო მწერალი და ტელეწამყვანი
- 1936 : კოტრიკაძე, სერგო - ქართველი მეკარე
- 1938 : კუჩმა, ლეონიდ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
- 1963 : ჰიუსტონი, უიტნი - ამერიკელი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 117 : ტრაიანე - რომის იმპერატორი
- 378 : ვალენსი - რომის იმპერატორი
- 803 : იმპერატორი ირინე - ბიზანტიის იმპერატორი
- 1107 : ჰორიკავა - იაპონიის იმპერატორი
- 1250 : ერიკ IV - დანიის მეფე
- 1720 : ოკლეი, სიმონ - ინგლისელი ორიენტალისტი
- 1932 : ფილდსი, ჯონ ჩარლზ - კანადელი მათემატიკოსი (დ.1863)
- 1962 : ჰესე, ჰერმან - გერმანელი მწერალი (დ.1877)
- 1966 : ლეონიძე, გიორგი - ქართველი პოეტი (დ.1900)
- 1975 : შოსტაკოვიჩი, დმიტრი - რუსი კომპოზიტორი (დ.1906)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- პანტელეიმონ მკურნალი
- ანთისა იღუმენია
- მოციქულთასწორნი: კლიმენტი ეპისკოპოსი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი
- გერმანე ალასკელი
- აგრეთვე:
- სინგაპური : ეროვნული დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |