ანა (დიდი ბრიტანეთი)
ანა (ინგლ. Anne) (დ. 6 თებერვალი, 1665 – გ. 1 აგვისტო, 1714), ინგლისის და შოტლანდიის დედოფალი სტუარტების დინასტიიდან 1702–1707 წლებში და დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1707–1714 წლებში. ჯეიმზ II-სა და მარია დ’სტას ასული. 1683 წელს იქორწინა დანიის მეფის ფრედერიკ III-ის ვაჟზე გეორგზე.
ანა სტიუარტი ტორიელი დედოფალი იყო. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იგი ყოველთვის ამ პარტიას უჭერდა მხარს და ყოველთვის ერთგული იყო ანგლიკანური ეკლესიის. იგი გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და ზრდილობით, მაგრამ არ იყო ჭკვიანი, იყო გაუბედავი და მრჩეველებზე ძლიერ დამოკიდებული. პირველ ხანებში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ჰერცოგ მალბოროს და მის მეუღლეს, სარას. ესპანეთთან წარმატებული ომი, რომელმაც ანას მმართველობის მთელ პერიოდს გასტანა, ჰერცოგ მალბოროს დამსახურება იყო. მიუხედავად პოლიტიკის წარმატებისა, ანა წუხდებოდა ვიგების ბატონობით. დროთა განმავლობაში დედოფალსა და სარა მალბოროს შორის ურთიერთობები გაცივდა. მისი ადგილი ახალგაზრდა აბიგალ მეშემმა დაიკავა. მისი გავლენით, დედოფალმა მთავრობიდან დაითხოვა რამდენიმე ვიგი და მმართველობა ლორდ ბლინგბროკს გადასცა. 1713 წელს მან მოახერხა საფრანგეთთან ძალიან მომგებიანი ზავის დადება. ინგლისმაგიბრალტარის და მინორკის გარდა მიიღო ფრანგული მიწები ამერიკაში — ახალი შოტლანდია, გუდზონის ყურის მიწები, ნიუფაუნდლენდი და სან-კრისტოვი.
1707 წელს მოხდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა — ინგლისის და შოტლანდიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწოდა. ამიერიდან პარლამეტში შოტლანდიელი დეპუტატბიც ირჩეოდნენ.
ანას 13 შვილი ყავდა, მაგრამ ყველა მათგანი ჩვილობაში მოკვდა. მისი სიკვდილის შემდეგ შეწყდა სტიუარტების დინასტიაც, რომელიც 100 წელიწადზე მეტი მმართველობდა ინგლისში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
|
ალფრედ დიდი · ედუარდ უფროსი · ათელსტანი · ედმუნდ I · ედრედი · ედვი · ედგარი · ედუარდ წამებული · ეთელრედ უწიგნური · სვენ I · ედმუნდ რკინისმხარა · კნუდ დიდი · ჰაროლდ I · ჰარდეკნუდი · ედუარდ აღმსარებელი · ჰაროლდ II · ედგარ ეთელინგი · უილიამ I · უილიამ II · ჰენრი I · სტეფანი · მატილდა · ჰენრი II · რიჩარდ I · ჯონი · ჰენრი III · ედუარდ I · ედუარდ II · ედუარდ III · რიჩარდ II · ჰენრი IV · ჰენრი V · ჰენრი VI · ედუარდ IV · ედუარდ V · რიჩარდ III · ჰენრი VII · ჰენრი VIII · ედუარდ VI · ჯეინ გრეი · მერი I · ელისაბედ I · ჯეიმზ I · ჩარლზ I · ჩარლზ II · ჯეიმზ II · მერი II · უილიამ III · ანა |
|
კენეთ I · დონალდ I · კონსტანტინ I · აედი · ეოხეიდი · გირიკი · დონალდ II · კონსტანტინ II · მალკოლმ I · ინდულფი · დუბი · კულენი · კენეთ II · ალმაიბი · კონსტანტინ III · კენეთ III · მალკოლმ II · დუნკან I · მაკბეთი · ლულახი · მალკოლმ III · დონალდ III · დუნკან II · ედგარი · ალექსანდრე I · დეივიდ I · მალკოლმ IV · უილიამ I · ალექსანდრე II · ალექსანდრე III · მარგარეტი · ჯონ I · რობერტ I · დეივიდ I · რობერტ II · რობერტ III · ჯეიმზ I · ჯეიმზ II · ჯეიმზ III · ჯეიმზ IV · ჯეიმზ V · მერი I · ჯეიმზ VI · ჩარლზ I · ჩარლზ II · ჯეიმზ VII · მერი II · უილიამ II · ანა · |
|
||||||||||||||||
