ტებულოს მთა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტებულო (მრავალმნიშვნელოვანი).

ტებულოს მთა

ტებულოს მთა
ტებულოს მთა

კოორდინატები: 42°34′24″ ჩ. გ. 45°18′43″ ა. გ. / 42.57333° ჩ. გ. 45.31194° ა. გ. / 42.57333; 45.31194

მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4493 მ
ქედი პირიქითი ქედი

ტებულოს მთა მდებარეობა საქართველო

Mountain sign.svg

ტებულოსმთა (დაქუეხი) — აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, ანდის ყოისუსა და ხონის წყლის სათავეებს შორის. მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე 4493 მ. აგებულია იურული თიხის ფიქალისა და ქვიშაქვისაგან. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები 3 კმ² საერთო ფართობით.

ტებულო წარმოადგენს პირამიდისებურ მწვერვალს, ე.წ. კარლინგს. ტებულოსმთის მძლავრი საკვანძო მასივი, რომლის ტოტებიც სამხრეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არიან გაწვდლი, ხეობური ტიპის გამყინვარების განმარტოებულ კერას წარმოადგენს. მისი თოვლის საბურველი ასაზრდოებს საკმაოდ მსხვილ მყინვარებს, რომლებიდანაც გამოედინებიან არღუნის მარჯვენა შემდინარე მდინარე ტუღო და ანდის ყოისუს მთავარი მდგენელი მდინარე ქვახიდისწყალი. ტებულოსმთის მასივი მთავარ ქედთან შეერთებულია ბორბალოსმთის მასივთან, აწუნთის გარდიგარდმო ქედის საშუალებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]