რობერტო როსელინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რობერტო როსელინი | |
| დაბადების ადგილი | რომი, იტალია |
| დაიბადა | 18 მაისი, 1906 |
| გარდაიცვალა | 3 ივნისი, 1977 რომი, იტალია |
| საქმიანობა | კინორეჟისორი |
| შემოქმედების წლები | 1936-1977 |
| მეუღლე(ები) | ინგრიდ ბერგმანი (1950-1957) |
| სხვა ჯილდოები | |
|---|---|
| ოქროს პალმის რტო (1945) | |
რობერტო როსელინი (დ. 8 მაისი, 1906 — გ. 3 ივნისი, 1977) — იტალიელი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
როსელინის მამა იყო კინოთეატრის მფლობელი და სწორად მან დაახლოვა კინოსთან. პირველი მხატვრული ფილმი 1941 წელს გადაიღო. როსელინი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იტალიური ნეორეალიზმისა. თავისი ფილმით „რომი - ღია ქალაქი“, რომლისთვისაც მიიღო ოქროს პალმის რტო, მან ერთი-ერთმა პირველთაგანმა საფუძველი ჩაუყარა ამ ჟანრს.
რჩეული ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- 1943 - კაცი ჯვრით
- 1945 - რომი - ღია ქალაქი
- 1946 - პაიზა
- 1948 - გერმანია, ნულოვანი წელი
- 1950 - სტრომბოლი, ღმერთის მიწა
- 1950 - წმინდა ფრანცისკის ყვავილები
- 1952 - ევროპა 51
- 1954 - მოგზაურობა იტალიაში