კვენტინ ტარანტინო
| კვენტინ ტარანტინო Quentin Tarantino |
|
| დაბადების სახელი | კვენტინ ჯერომ ტარანტინო |
| დაბადების ადგილი | ნოქსვილი,ტენესი,აშშ |
| დაიბადა | 27 მარტი 1963 |
| საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი. |
კვენტინ ჯერომ ტარანტინო[1] (ინგლ. Quentin Jerome Tarantino [ˌtærənˈtiːnoʊ]; დ. 27 მარტი 1963) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. თავისი კარიერა დაიწყო 1990-იანი წწ. დასაწყისში, როგორც დამოუკიდებელმა რეჟისორმა, სადაც მის ფილმებში გამოვლინდა არახაზოვანი სიუჟეტი და ძალადობის ესტეტიზაცია.[2][3] მისი ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“ (1992), „მაკულატურა“ (1994), „ჯეკი ბრაუნი“ (1997), „მოკალი ბილი“ (2003, 2004), „სიკვდილის მტკიცებულება“ (2007), „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009).
ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარის პრემია, ოქროს გლობუსი, BAFTA და ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები. კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს თავის მეგობართან და კოლეგასთან რობერტ როდრიგესთან.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
კვენტინ ტარანტინო დაიბადა ქალაქ ნოქსვილში (ტენესი, აშშ), მსახიობ ტონი ტარანტინოსა და ძიძის კონი მაკჰიუს ოჯახში.[4] ტარანტინოსა მამა, რომელიც მსახიობი და მუსიკოსია, წარმოშობით არის იტალიელი, ხოლო დედამისი ფესვებით ირლანდიელია, ასევე მისი გენეალოგია დაკავშირებულია ინდურ ტომთან - ჩეროკისთან.[5][6]
ტარანატინო აღზარდა დედამისმა, რამეთუ ცოლ-ქმარი ბავშვის დამადებამდე გაცილდნენ ერთმანეთს. როდესაც კვენტინს 2 წელი შეუსრულდა დედამისთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ტორანსში, ხოლო შემდეგ ჰარბორ-სიტიში. კვენტინ ტარანტინო ლოს-ანჟელესში გაიზარდა, ჩააბარა ფლემინგის („Fleming“) სკოლაში, სადაც დრამის გაკვეთილებს ეუფლებოდა.[7] 22 წლის ასაკში ტარანტინო მუშაობდა რეჟისორ ჯოშუა დაიმონდთან „El Visto Paradiso Three“ პროექტზე. ამასთანავე სამუშაოდ მოეწყო ვიდეო-არქივში.
[რედაქტირება] კარიერა
პროდიუსერი ლოურენს ბენდერი, რომელიც ტარანტინომ ჰოლივუდის ერთ-ერთ წვეუელებაზე გაიცნო დაარწმუნა იგი დაეწყო სცენარებზე მუშაობა. პირველი სცენარი ტარანტინომ დაწერა 1985 წელს, თუმცა სცენარი არ იყო რეალიზირებული.
თავის პირველი ფილმი („ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე“) კვენტინ ტარანტინომ გადაიღო 1987 წელს. ჟანრი კომედია. აღსანიშნავია, რომ იმ დროიდანვე გამოვლინდა ტარანტინოს მიდრეკილება არა მხოლოდ რეჟისურისადმი, არამედ საპროდიუსერო, სამსახიობო და სხვ. საქმიანობისადმი. ამ ფილმში ტარანტინო გვევლინება როგორც რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მსახიობი. თუმცა დღეისათვის შემონახულია ფილმის მხოლოდ 36 წუთი, დანარჩენი ნაწილი კი განადგურებულია ხანძრის შედეგად.
1992 წლის იანვარში გამოდის ტარანტინოს ოფიციალურად აღიარებული პირველი კინოფილმი „ცოფიანი ძაღლები“, რომელსაც იმთავითვე წარმატება ხვდა წილად. ფილმის ბიუჯეტი თავდაპირველად დიდი თანხებით არ იყო განსაზღვრული, თუმცა შემდეგ სცენარით ასე თუ ისე დაინტერესდა ჰოლივუდის მსახიობი ჰარვი კეიტელი, რომლის შედეგად ფილმის ბიუჯეტიც გაიზარდა Live Entertainment ფინანსური დახმარების წყალობით. პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე. კრიტიკოსებმა კინო აღიარეს.
1993 წელს ტარანტინოს სცენარი რეალიზებული იქნა სერიალისთვის „ნამდვილი სიყვარული“, 1994 წელს ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი „მკვლელებად დაბადებულნი“, რომელშიაც მთავარი როლი შეასრულა ვუდი ჰარელსონმა. წარმატებული პროექტების შედეგად ტარანტინო აგრძელებს მუშაობას. 1994 წელს ტარანტინოს სთავაზობენ ფილმ „სიჩქარე“-ზე მუშაობას, თუმცა მან უარი განაცხადა. ამასობაში ტარანტინო აგრძელებს „მაკულატურის“ სცენარზე მუშაობას. განსაკუთრებით პოპულარული ტარანტინო 1994 წლიდან ხდება. ამავე წელს გამოდის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „მაკულატურა“, სადაც ფილმში ერთბაშად ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ჯონ ტრავოლტამ, უმა თურმანმა, სამუელ ლ. ჯექსონმა, ბრიუს უილისმა და სხვებმა ფილმი საკმაოდ პოპულარული გახადეს, ხოლო შემოსავალმა 200 მლნ. გადააჭარბა.
1995 წელს ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღო ფილმისთვის „ოთხი ოთახი“. კინოკრიტიკოსები ფილმს ცუდად შეხვდნენ. 1996 წელს ტარანტინოს სცენარით რობერტ როდრიგესმა გადაიღო ფილმი „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ჯორჯ კლუნიმ და საკუთრივ კვენტინ ტარანტინომ.
1997 წელს ტარანტინომ გადაიღო თავისი რიგით მესამე ფილმი „ჯეკი ბრაუნი“, სადაც ჰოლივუდის არაერთმა მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. ამ ფილმის შემდეგ ტარანტინო 6 წლის განმავლობაში კინოს არ იღებდა. 2000 წლის შემდეგ ტარანტინომ გადაიღო ფილმები „მოკალი ბილი“, „ცოდვათა ქალაქი“ (თანარეჟისორი) და სხვ.
2009 წელს ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“.
[რედაქტირება] თავჯდომარეობა კინოფესტივალებზე
2004 წელს იყო ჟიურის წარმომადგენელი კანის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაზე. ამ წელს ოქროს პალმის რტო მიეკუთვნა სკანდინავიურ დოკუმენტალურ ფილმს „ფარენგეიტი 9/11“, რომელიც მიეძღვნა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის კრიტიკას.
2010 წელს ტარანტინო იყო ჟიურის თავჯდომარე 67-ე ვენეციის კინოფესტივალზე. ოქროს ლომი მიეკუთვნა ფრენსის ფორდ კოპოლას შვილს სოფია კოპოლას, ფილმისთვის „სადღაც“.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
კვენტინ ტარანტინო სხვადასხვა დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა მირა სორვინოსთან, ელის ანდერსთან, სოფია კოპოლასთან, ჯული დრეიფუსთან, კეთი გრიფინთან.[8][9][10]
ასევე არსებობს მითქმა-მოთქმა ტარანტინოსა და უმა თურმანს შორის არსებულ ურთიერთობაზე.[11] ტარანტინომ თურმანი თავის მუზად მოისხსენია. თუმცა ტარანტინომ ასევე დასძინა, რომ მათ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობაა.[12] მან განაცხადა ასევე, რომ აპირებს კინოს დატოვებას მაშინ, როდესაც მას 60 წელი შეუსრულდება. იგი სკეპტიკურად უყურებს ასევე ციფრული კინოინდუსტრიის ტექნოლოგიას. ტარანტინო ფუტ-ფეტიშისტია.[13][14]
[რედაქტირება] პერიოდული კოლაბორაციონისტები
[რედაქტირება] ჯილდოები
- „ცოფიანი ძაღლები“ - 1992 წელს დაჯილდოვდა კრიტიკოსების მიერ იუბარის მე-4 საერთაშორისო ფანტასტიკურ კინოფესტივალზე.[15]
- „მაკულატურა“ - 1994 წელს კანის კინოფესტივალზე მოიგო ოქროს პალმის რტო; ნომინირებული იყო 7 ოსკარზე,
გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“.[16]
- 1996 წელს ტარანტინო ნომინირებული იყო ოქროს ჟოლოს პრემიაზე, ცუდად შესრულებული როლისთვის ფილმში
„მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, თუმცა დამარცხდა, საბოლოოდ ოქროს ჟოლო ხვდა წილად მარლონ ბრანდოს.
- 2005 წელს ტარანტინომ მოიგო ათწლეულის გამოსახულება „Sony Ericsson Empire Awards“-სგან.
- 2007 წლის 15 აგვისტოს ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ ტარანტინო დააჯილდოვა კატეგორიაში „მიღწევა სიცოცხლეში“ (მანილა, ფილიპინები).[17]
- 2009 წელს ტარანტინოს ფილმი უსახელო ნაბიჭვრები ნომინირებული იყო 9 ოსკარის პრემიაზე, საბოლოოდ გაიმარჯვა მხოლოდ ერთ ნომინაციაში.[18]
- 2010 წლის მარტში ტარანტინო დაჯილდოვდა ორდენით უნგრეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებული ღვაწლისათვის.[19]
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ფილმი | მოქმედებდა როგორც | შენიშვნა | ||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| რეჟისორი | სცენარისტი | პროდიუსერი | მსახიობი | როლი | |||
| 1987 | ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე | კლარენს პული | |||||
| 1992 | ცოფიანი ძაღლები | მისტერ ბრაუნი | |||||
| 1993 | ნამდვილი სიყვარული | ||||||
| 1994 | მაკულატურა | ჯიმი დიმიკი | |||||
| მკვლელებად დაბადებულნი | მომყოლი | ||||||
| ჩემთან ერთად დაიძინე | სიდი | კამეო | |||||
| მოკალი ზოი | პროდიუსერი | ||||||
| 1995 | ოთხი ოთახი | ჩესტერ რაში | სეგმენტი ადამიანი ჰოლივუდიდან | ||||
| სასოწარკვეთილი | Pick Up Guy | კამეო | |||||
| დესტინი რთავს რადიოს | ჯონი დესტინი | ||||||
| 1996 | მზის ჩასვლიდან განთიადამდე | რიჩარდ გეკო | |||||
| ექვსი გოგონა | თვითონ | ||||||
| შედედებული სისხლი | პროდიუსერი | ||||||
| 1997 | ჯეკი ბრაუნი | ავტომოპასუხე ხმა | |||||
| 1999 | დაღამებიდან გათენებამდე 2 | პროდიუსერი | |||||
| დაღამებიდან გათენებამდე 3 | პროდიუსერი | ||||||
| 2000 | პატარა ნიკი | დიაკონი | კამეო | ||||
| 2003 2004 |
მოკალი ბილი (Vol. I & II) | Crazy 88 Member | კამეო | ||||
| 2004 | ჩემი სახელია მოდესტი | პროდიუსერი | |||||
| 2005 | დოლტრი კელჰოუნი | პროდიუსერი | |||||
| ჰოსტელი | პროდიუსერი | ||||||
| 2006 | სიბრაზის თავისუფლება | პროდიუსერი | |||||
| 2007 | გრაინდჰაუსი | ლიუისი/მოძალადე #1 უორენი |
სეგმენტი: სიკვდილის მტკიცებულება სეგმენტი: შიშის პლანეტა |
||||
| Sukiyaki Western Django | რინგო | კამეო | |||||
| ჰოსტელი II | პროდიუსერი | ||||||
| 2008 | ჯოჯოხეთური მოგზაურობა | პროდიუსერი | |||||
| 2009 | უსახელო ნაბიჭვრები | First scalped victim American GI |
კამეო Film within a film: ერის სიამაყე |
||||
| 2012 | Django Unchained | ||||||
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) კვენტინ ტარანტინო — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- Quentin Tarantino at Rotten Tomatoes
- Quentin Tarantino discography at Discogs
- Quentin Tarantino at Last.fm
- Quentin Tarantino on AnyClip
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ http://www.filmreference.com/film/96/Quentin-Tarantino.html - კვენტინ ტარანტინოს ბიოგრაფია (1963-)
- ↑ ვლადიმერ გორდეევი, დიმიტრი სავოჩკინი (2007 წლის 22 ივნისი). დიდი ეკრანის უკანასკნელი გმირი. экранка.ру. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
- ↑ ილია ნოვიკოვი (11 марта 2010). Возьмите меня в глянец. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
- ↑ Quentin Tarantino Biography (1963–). filmreference.com. წაკითხვის თარიღი: January 9, 2008.
- ↑ “3 Quentin Tarantino“, Entertainment Weekly, December 30, 1994.
- ↑ “The Man and His Movies“, Harper Perennial, p. 12.
- ↑ Quentin Tarantino biography at yahoo.com
- ↑ Quentin Tarantino and Mira Sorvino are history.
- ↑ Coppola and Tarantino Share Suite.
- ↑ I'm the One That I Want.
- ↑ Quentin Tarantino Biography – Yahoo! Movies. Movies.yahoo.com (March 27, 1963). წაკითხვის თარიღი: March 2, 2010.
- ↑ http://web.archive.org/web/20080129011539rn_1/www.rollingstone.com/news/story/5939241/a_magnificent_obsession
- ↑ Hollywood Investigator article
- ↑ Admission on Tyra Banks via YouTube
- ↑ YUBARI INTERNATIONAL FANTASTIC ADVENTURE FILM FESTIVAL'93. yubarifanta.com. წაკითხვის თარიღი: September 19, 2009.
- ↑ Festival de Cannes: Pulp Fiction. festival-cannes.com. წაკითხვის თარიღი: August 30, 2009.
- ↑ “Tarantino rides pedicab to escape traffic to Philippine presidential palace“, International Herald Tribune, August 15, 2007.
- ↑ IMDb | Road to the Oscars 2010 | Academy Awards
- ↑ “56-os dokumentumfilmért kapott magyar kitüntetést Tarantino és Lucy Liu (in Hungarian)“, origo.hu, March 16, 2010.
- ↑ Polanski and Tarantino feted at French film awards. BBC (26 February 2011). წაკითხვის თარიღი: 27 February 2011.