ანჯეი ვაიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჯეი ვაიდა
2008.04.22. Andrzej Wajda by Kubik 01.JPG
ანჯეი ვაიდა 2008 წელს
დაბ. ადგილი სუვალკი, პოლონეთი
დაბ. თარიღი 6 მარტი 1926
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
წლები 1951–დღემდე
საიტი wajda.pl

ანჯეი ვაიდა (პოლ. Andrzej Wajda; დ. 6 მარტი 1926, სუვალკი, პოლონეთი) — პოლონელი რეჟისორი, სცენარისტი. 1954 წელს ქალაქ ლოძში დაამთავრა კინემატოგრაფიის და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სახელმწიფო სკოლის სარეჟისორო განყოფილება. 1951 წლიდან დაიწყო მუშაობა კინოში. აღიარება მოუტანა II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა: „არხი“ (1956) და „ფერფლი და ალმასი“ (1958), რომლებშიც დიდი მხატვრული ძალით გვიჩვენა თავისი თაობის ბედი ეროვნული ისტორიის ყველაზე მწვავე დღეებში.[1] ამ ფილმებმა რეჟისორს ფართო აღიარება მოუტანა.[2] პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კინემატოგრაფიისა და თეატრალური ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. მისი ფილმები გამოირჩევა რეალიზმით, რეჟისურის უმაღლესი ოსტატობითა და სამსახიობო ხელოვნებით.[2] ომის თემებით არის დატვირთული მისი ფილმები: „ლეტნა“ (1959), „სამსონი“ (1961), „კატინი“ (2007) და სხვა. ვაიდას ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


სქოლიო[რედაქტირება]