თუ...

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუ...
რეჟისორი:

ლინდზი ანდერსონი

პროდიუსერი:

ლინდზი ანდერსონი

სცენარის ავტორი:

დევიდ შერვინი

მთავარ როლებში:

მალკოლმ მაკდაუელი

კომპოზიტორი:

მარკ ვილკინსონი

ხანგრძლივობა:

111 წუთი

ქვეყანა:

გაერთიანებული სამეფო

ენა:

ინგლისური

IMDb პროფილი

თუ... (ინგლ. if...) - 1968 წლის ინგლისური ფილმი-დრამა. ლინდზი ანდერსონის ტრილოგიის თუ... -- ო, ბედნიერო -- ჰოსპიტალი ”ბრიტანეთი” პირველი ნაწილი. ფილმის ნახვა 16 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის.

სექციების სია

[რედაქტირება] სიუჟეტი

მიკ ტრევისი დადის ბიჭთათვის განკუთვნილ ინგლისურ კერძო სკოლაში და დაუმორჩილებელ მოსწავლედ მიიჩნევა. სკოლის ახალგაზრდა მოსწავლეებს მათი უფროსი კოლეგები ხშირად ჩაგრავენ და ამცირებენ. დაშვებულია ფიზიკური სასჯელები, დასმენები, ყაზარმული ყოფა. ყოველივე ეს ახალგაზრდა მოსწავლეებში იწვევს სიძულვილს არსებული წესრიგისადმი. მიკ ტრევისი და მისი მეგობრები ცდილობენ, წინ აღუდგნენ სკოლაში არსებულ მკაცრ დისციპლინას.

სკოლის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე მიკ ტრევისი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ იარაღს საიდუმლო საცავში, მოკლვანე დირექტორს და ცეცხლს გაუხსნიან სტუმრებს. ფილმი მთავრდება სროლის სცენით, სადაც მოსჩანს ტრევისის სახე.

[რედაქტირება] ჯილდოები

ფილმმა მიიღო ოქროს პალმის რტო 1969 წლის კანის კინოფესტივალზე. 1970 წელს ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე როგორც საუკეთესო უცხოური ინგლისურენოვანი ფილმი.

[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები

ფილმი გადაიღეს ინგლისის სხვადასხვა ადგილებში. [1] მსოფლიო პრემიერა შედგა 1968 წლის 19 დეკემბერს ლონდონში[2]

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Filming locations für If....,
  2. Premierendaten für If…,
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თუ...&oldid=1901489-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე